| ავტორი: ნექტარი ჟანრი: საბავშვო 27 დეკემბერი, 2014 |
ა ხ ა ლ ი წ ე ლ ი ტრადიციულად
მოგილოცავ, ამ ახალ წელს, დაო ნენე, სხვა რა გითხრა. უცნაური განწყობა მაქვს, ერთმა რამემ, დამაფიქრა.
მომე ხელი, ჩქარა ვნახოთ, თოვლის პაპა და ხურჯინი. სანტას, ვიცი მოასწრებდა, მომწონს, ჩუმად, მისი ჯინი.
პაპამ მითხრა, ახალწლობით, თოვლის პაპა საჩუქრებით, მათთან, მუდამ მოდიოდა, თეთრი წვერით და ნაბადით.
ხურჯინი კი, სავსე ჰქონდა, ნუგბარით და ტკბილეულით. ვაშლით, მსხალით, ჩურჩხელებით, გოზინაყით, ჩირეულით.
სად , ხურჯინი, დიდი სავსე, სიხარულით, გულს რომ ავსებს. და სად, ციდა, სანტას წინდა, სათქმელადაც, კი, არ ღირდა.
პაპას მჯერა, ის ბრძენია, და ხურჯინი მირჩევნია. სანტასა და მის წინდაზე, დარდიც, კი არ გამჩენია,
მოდი, სხვებსაც მივულოცოთ, ახალი წლის .მობრძანება. აუსრულდეს, ყველას ნატვრა და ეს იყოს უფლის ნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ,,ბავშვებისათვის უნდა წერო ისე, როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთესად“ მ.გ
არ გსმენიათ აშკარად:)
,,ბავშვებისათვის უნდა წერო ისე, როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთესად“ მ.გ
არ გსმენიათ აშკარად:)
3. რა სამწუხაროა რომ ტრადიციული ღირებულებები ასე უმნიშვნელო ყოფილა ბევრისთვის.წარმოუდგენელია.
რა სამწუხაროა რომ ტრადიციული ღირებულებები ასე უმნიშვნელო ყოფილა ბევრისთვის.წარმოუდგენელია.
2. მოგესალმებით, ბატონო. მუხა მადლობა უდიდესი.ამ ნაწერის წაკითხვა-შეფასებისათვის. გამეხარდა წერილის დახვედრა. პატივისცემით ნექტარი. მოულოდნელ , უვნებელ, სიხარულთა და წინსვლათა მაუწყებელი და მომტანი იყოს ეს წელი ყოველთათვის, ვისაც ეს სურს, ქვეყანასა ზედა. შემწეობით უფლისა. ნექტარი მოგესალმებით, ბატონო. მუხა მადლობა უდიდესი.ამ ნაწერის წაკითხვა-შეფასებისათვის. გამეხარდა წერილის დახვედრა. პატივისცემით ნექტარი. მოულოდნელ , უვნებელ, სიხარულთა და წინსვლათა მაუწყებელი და მომტანი იყოს ეს წელი ყოველთათვის, ვისაც ეს სურს, ქვეყანასა ზედა. შემწეობით უფლისა. ნექტარი
1. მოდი, სხვებსაც მივულოცოთ, ახალი წლის .მობრძანება. აუსრულდეს, ყველას ნატვრა და ეს იყოს უფლის ნება.
ეს არის მოსაწონი! მეც გილოცავთ
მოდი, სხვებსაც მივულოცოთ, ახალი წლის .მობრძანება. აუსრულდეს, ყველას ნატვრა და ეს იყოს უფლის ნება.
ეს არის მოსაწონი! მეც გილოცავთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|