ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პროზა
2 იანვარი, 2015


კარი

ღამე შეარხია თოფმა და თავი კედელზე ჩამოიხრჩო...
ნოემბერი იყო და მარტია დაარქვეს ბიჭს.
კაცია და გუნება...
კაცი იყო და ძალიან უყვარდა შვილი.
ისე უყვარდა, რომ მთებსაც შესძრავდა მისთვის.
ადგა პირველივე გაზაფხულზე და წავიდა მთების შესაძვრელად.
სინდისი ვაჟს უანდერძა...
სიყვარულმა ნამუსიც დაატოვინა და უნამუსოდ დაადგა კაცი გზას...
თოფი ისევ თავს იხრჩობდა კედელზე...
იზრდებოდა მარტია...
წვერი მოეღინღლა.
ერთხელაც, უცხო კარი იპოვა მარტიამ სახლში.
გაღება უნდოდა, მაგრამ დედა გადაუდგა წინ და სიყვარული გაუწოდა:
იუარა მარტიამ.
მიტევება ასწავლა და დაივიწყა...
დავიწყება ასწავლა და ისიც დაავიწყდა...
ბუხრის თავზე მამისეული სინდის-ნამუსი იმჭვარტლებოდა...
მერე დედა უკვდავი გახდა და იმ კარს იქით შურისგება დაიგულა მარტიამ...
გაღება დააპირა, მაგრამ ვერ გააღო.
ნაბიჯი გადადგა და კარმაც უკან დაიხია.
დადგა მარტია და დადგა ისიც.
ცოლი ისე მოიყვანა, თვალი არ მოუშორებია კარისთვის.
დრო მიდიოდა და მარტიაც უკვე კაცი იყო...
დეკემბრის მიწურულს დაცალა თოფი და მაისა დაარქვა ბიჭს.
კაცია და გუნებაო, ხოდა, აკი, კაცი იყო უკვე...
თვალს არ აცილებდა კარს.
მერე დაიღალა და ჩამოჯდა.
ერთხელ მოიხედა მხოლოდ - ჭაღარა მოსდებოდა.
მოიხედა და ეტკინა.
სწორედ იმ კარს მიღმა იდგა, რომლის გაღებაც ასე ეწადა...
თოფი ჩამოიღო კაცმა და ტყვიას აკოცა!
ბუხრის თავზე კი, კვამლს იხვევდა ორი წყვილი სინდის-ნამუსი...
 
გ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები