ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


შენი მინიმები

სიყვარულია, როცა იცი,
შეიძლება ზეცამ დასეტყვოს
და მაინც კარვად გეგულება  უამინდობას...

*
სიყვარულია,
როცა დაღლილი მიდიხარ და
შენთვის დაუღლელ,
მის მხრებს ეყრდნობი...

*
სიყვარულია,
გაუხეშებულ თითებში რომ
შენს თითებს იმწყვდევს
და სულს უბერავს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები