ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2015


სართული

მარტივად რომ გითხრა რაც ახლა მაწუხებს
ზედმეტი სიტყვების დახარჯვის გარეშე,
ისეა, რომ უნდა იპოვო სართული
რომელშიც გელიან ან უნდა დაეშვა-

კიბეზე ცხვირ-პირის, თუ როგორც ამბობენ
მტვრევით და თითებიც იმტვრიო გზადაგზა
რადგანაც ნერვები არა გაქვს სამყოფი
რომ ბოლო ნაბიჯი ჯანდაბას! გადადგა..

მარტივად რომ გითხრა რას მივედ-მოვედე
მე ვგავარ ტალახში არეულ მინანქარს,
რა რომანტიკოსი, მელექსე, პოეტი
ქალი ვარ და ასე ქალურად მიყვარხარ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები