ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2015


ჩვენ, ვიცით

მდინარიდან ამოდიან გზები,
ისინი არსად მიდიან,
ერთია ყველა.
ირგვლივ მცოცავი ქვიშებია,
გარბიხარ, რათა იქვე დარჩე.
დარაჯობ დღეებს,
რომლებიც ვეღარ ღამდებიან.

ცა არ არის იმაზე მაღლა,
სანამ ხელის შეძლებ მიწვდენას,
არც ღმერთია უფრო დიდი,
ვიდრე თავად ხარ.
(შენ კი არ ხარ და არც ის არის)

თვალებიდანაც ამოშრა შიში,
რადგანაც გაქრა ყველაფერი,
დაკარგვასაც რისაც შეძლებდი.
მდინარიდან ამოდიან გზები,
რომლებიც დგანან.
ირგვლივ მცოცავი ქვიშებია.




ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავიღიმოთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები