ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელლი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 იანვარი, 2015


გამოვიგონე !

გამოვიგონე და დამავიწყდა ამ გამოგონების დროს რომ მე ღმერთი არ ვიყავი..
მე მხოლოდ ძერწვის უფლება მქონდა ( ისიც არა მიწისგან) მე სულს ვერ ჩავბერავდი..
გამოვიგონე,, მას მაღალი შუბლი ჰქონდა და ფართო მხრები..
თვალები სული სარკეაო და ისიც ხშირად იხედებოდა სარკეში, მის თვალებს ფერი არ ჰქონდა , უფრო სწორედ მის თვალებში მე ვჩანდი..
.
იშლება ყველაფერი და რჩება მხოლოდ მისი თვალები.. საერთოდ არ ჩანს მისი სხეული და მე ვძერწავ მას.. ჩემს ფიქრებში წარმოდგენებში..
უეცრად მიწაზე ეცემა მისი სილუეტი და იმსხვრევა., ეს მე ვკარი ხელი მას და დავამსხვრიე ჩემ შიგნით ..
ეს მე ვკარი ხელი მას და დავამსხვირე, რათა მენახა მისი ნამსხვრევები.
ნამსხვრევებიდან აღარ აღმედგინა ის ცარცისფერი სახე და ტოტებივით გაშლილი მხრები.
ქუჩის მუსიკოსი ნაცნობ მელოდიას მაყოლებდა.. შემთხვევით შეეფეთა ჩვენი თვალები და მის თვალებში ამოვიკითხე “დამსხვრეული ოცნებები არასოდეს მთელდებიან.”
დაფლეთილმა გავაგრძელე გზა..
მე არ მინდოდა აღმედგინე არარაობისგან..
შენ არ უნდა შობილიყავი, რადგან თუ შენ რეალური გახდებოდი, ვეღარასოდეს შეგეხებოდი,იქნებ სწორედ ამიტომ შევხედე ქუჩის მუსიკოსს თვალებში გზაზე გადასვლისას..ხვალ მას ვეღარ შევხვდებოდი,ვერ დავიმახსოვრებდი და ვერც ქანდაკებას დავამსგავსებდი, ვერც ტილოს , რომელზეც თეთრი მტრედები ზეცისკენ მიფრინავენ..
ეს შენ შეგქმენი !
შენ მე მქმნიდი!
და როცა ორივენი ვიშვით მიწაზე დავანარცხეთ ერთმანეთის ფაიფურის სილუეტები..

არის ისეთი რაღაც რაც ერთ ადგილას უნდა გაიყინოს, რაც არ უნდა იშვას და სანამ ღმერთამდე მივალთ იყოს ასე.
ჰო ასეა !
თორემ ალბათ შეგვეძლო ერთამენთი გვყვარებოდა... მაგრამ ამით რა? !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები