ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


შობა

და ახლა შობაა
და ახლა სულს ვგრძნობ წმინდას და სუფთას
საშობაოდ რეკენ ზარები.
ტერენტი მიგალობს
,,ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას".

თუმც სულს არ ვუვლი
                          და არც ვნებ
მაინც სხივსა ვგრძნობ თბილს და უშურველს.

მაინც სრულყოფილება მბურძგლავს
და მეცრემლება სიკეთის ბურუსში...
ბადაგი სისხლში გაზავდა უკვე
ფანჯრის რაფაზე სანთელი ტირის,
ლამაზ ცრემლებს არც აჩენს ისე იფერფლება
და სიკეთეზე არაკებს ყვება.

და ყელზე ვგრძნობ ფიქრის სიმძიმეს
დამაქვს სიტყვები ცოდვებზე მძიმე
მესმის განთიადის ხმა.

მაკანკალებს როგორც ხმაურის მომლოდინე თაობას!

ვესაუბრე გრანელს და
გამარინდეს სიტყვებმა.
ღმერთს ვგრძნობ ისე ახლოს და,
სინათლეში ვდნები ისე რომ
ყველგან ვარ ცალ-ცალკე..

მიჯნამდე მივედი, მაინც არ ვნებდები...

თუ სიცოცხლე მოგინდა
მოუხმე შთაგონებას
                      რომ თავი ისევ სახლში იგრძნო.

ვიყავი და არც ვიყავ
რომ სიმშვიდეს ვებრძოდი
და კვლავდაკვლავ მიწევდა...

და თითქმის ,,ნახევარია ორის" და..

არ მინდა გამეღვიძოს ვგრძნობ აგონიას,
ვთბები სითბოს გარეშე.

როცა ღამე ათენებს თეთრად ღამეებსა და
გაპატიებ ნაპატიებ  ზრუნვას მოყვასზე
ისე რომ დამთმე...
კვლავ მოვალ კვლავ და არფერს ვნანობ
რომ შენთან ერთად სამყარო შევიყვარე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები