 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 იანვარი, 2015 |
ბავშვები კითხულობენ: - როგორ გავჩნდითო? მშობლებიც ვპასუხობთ - წერომ მოგიყვანა ჩვენამდეო. დღემდე პოპულარობით სარგებლობს წერო და ვერც ერთი „ფეისბუქ“ თუ ჰოლივუდელი ვასკვლავი დაეწევა წეროს რეიტინგით. რა თქმა უნდა ყველა ბავშვი თანხმდება, რომ ამ დიდი და კეთილშობილური მფრინველის წყალობით შეიძინეს მშობლები, მაგრამ ეს ზღაპარი ასაკის ზრდასთან ერთად ჰკარგავს ხიბლს და მანტიიდან თავგამოშვერილებს სხვა რეალობასთან უწევთ შეგუება. წერო, რომელიც ნახეს... მაგრამ წინაპრებში ვის მოჰყავდა ბავშვი და საერთოდ იცნობთ წეროს ან გყავთ ის ნანახი? მე ვნახე, მამას წყალობაა! მაღალ ფეხებზე დგას და ნისკარტით მუდამ წყალში იჩხრიკება. მან ხომ დედამიწაზე დამტოვა... დამეძებს... დაგვეძებს... ისინი ხომ ჩვენი მშობლებიც იყვნენ მშობლებამდე?! ეს იგივეა ციდან-ცამდე... და იგავიც ჩემგან წეროზე. იცით ცნობილი გათვლა წეროებზე საიდან მოდის? ალბათ არა. გეტყვით: მამამ, მიამბო. წეროები ადრე არ დაფრინავდნენ, მათ: მოკლე ფრთები, მოკლე ნისკარტი, მოკლე ყელი და თხელი ბუმბული ჰქონდათ. თავიც ტიტველა. ძლიერნი და ამაყნი არიან. ჩემ დაბადებამდე ერთი უცნაური ამბავი გადახდათ ორ ადამიანს, რომლებსაც ახალშობილი თან ეახლათ. მათ დასაბინავებლად სხვა ადგილი აურჩევიათ და დასაყუდებლად გზას გადგომოდნენ. გზაში მოსწყურდათ. პატარა პირმშო კალათში მოეთავსებინათ. მდინარესთან შეყოვდნენ წყურვილის მოსაკლავად. კალათაც ნაპირთან დაედოთ. ცამ პირი მოკუმა, შემდეგ მწარედ იღრიალა და მდინარე კალაპოტს მოსწყვიტა. გონს მოსვლა არ დასცალდათ მშობლებს, რომ კალათა მდინარეს უკვე გაეტაცა. მოჰყვნენ გოდებას, კვნესას, ტირილს, მაგრამ ვერაფრით შველოდნენ ერთადერთ შვილს. მდინარემ დიდხანს ატარა პატარა, კალათით. სამი დღე-ღამე ცა გმინავდა. მეოთხე დღეს გამოდარება იწყო. მამას ენახა ყოველივე და სწუხდა. სწუხდა მშობლებზე, პატარაზე და რა წამს სიმშვიდემ დაისადგურა, მდინარის პირთან საკვებს დაწაფებული წეროები შენიშნა. მხოლოდ ისინი დაესხა მდინარის ახლოს ბუნებას, სხვა სულიერი ცხოველი თუ მფრინველი არსად ჩანდა. მამამ გადაწყვიტა. წეროები დაესაჩუქრებინა კეთილი ბუნებით, ასევე მეტი ფიზიკური შესაძლებლობებით და მათ: ნისკარტი, ფრთები და ყელი დაუგრძელა. ხოლო თავი, წითელი ქუდით შეუმოსა. უბრძანა მათ, კალათა მშობლებისთვის დაებრუნებინათ და სიფრთხილით მოპყრობოდნენ, რადგან მათი შვილი უვნებელი ჩაეყვანათ მდინარის პირთან, სადაც მშობლები კვლავ სასწაულს ელოდნენ. ასეც მოხდა. წეროები, გზად ერთმანეთს ეცვლებოდნენ. სულ ოცდაცამეტმა წერომ განვლო გზა დიდებულებისა! გაითვალეთ: წეროები - მიფრინავენ! საით? შორს... რამდენი? ოცდაცამეტი... მე იესო ვარ და მეც წერომ მომიყვანა!
გიგო რიონელი თბილისი 7 იანვარი 2015 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან , ძალიან კარგია! ძალიან , ძალიან კარგია!
4. მართლაც საინტერესოა, მოგიკითხე :) 5 მართლაც საინტერესოა, მოგიკითხე :) 5
3. საინტერესო იყო...მომეწონა... 5 საინტერესო იყო...მომეწონა... 5
2. ლამაზი იყო და სევდიანი :) ლამაზი იყო და სევდიანი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|