მე წავალ იქ, სადაც წავა ყველა, წავალ და წავიღებ შენს წმინდა სიყვარულს, დავტოვებ სევდას, ტკივილს და იარებს, წავიღებ შენს ღიმილს, რაც დარდებს მიქარვებს. ნუ სტირი, აღარ ღირს ცრემლები ჩემს გამო, რადგან ერთ-ერთი ვარ მათ შორის ვინც ადრე შენს გვერდით ტუჩებზე რომ ჰპოვა სავალი და ტრფობის ჯურღმულში გაგრძელდა სანამდე. ნუ სტირი, მე იქ ვარ, სადაც შენ ამოხვალ, შემიცნობ კვლავ ისეთს, როგორმაც დაგტოვე, იმ ქვეყნად მარტო შენ აღარსად გაგიშვებ, მე გთხოვ, მე გირჩევ, ამ ქვეყნად სხვა ჰპოვე. რადგანაც რთულია ამ ქვეყნად ეულად, მე ეს გამოვცადე და მართლაც რთულია, ყოველთვის ვიძახდი: "გონებით გადავწყვეტ!" მაგრამ რეალურად მეფე ხომ გულია. ...და მაინც მე წავალ, წავალ იქ სადაც შენ ოდესღაც ბუნება რომ გამოგამწესებს, წავიღებ შენს ღიმილს, დავტოვებ იარებს, ამ წესებს მე არა, უფალი აწესებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნაკლებ ემოციურად აღვიქვი.
"ნუ სტირი, ნუ სტირი" , დიდი ხანია ეს უკვე ითქვა. ნაკლებ ემოციურად აღვიქვი.
"ნუ სტირი, ნუ სტირი" , დიდი ხანია ეს უკვე ითქვა.
1. გული არ გაიტეხო თუ აქამდე არავინ დააკომენტარა, წერა გააგრძელე......
ყველაფერი თავის ადგილს იპოვის, დღეს თუ ხვალ....
+4!!!! გული არ გაიტეხო თუ აქამდე არავინ დააკომენტარა, წერა გააგრძელე......
ყველაფერი თავის ადგილს იპოვის, დღეს თუ ხვალ....
+4!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|