ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ხარებავა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2015


როცა მოკვდები, დაგაფასებენ

          როცა  მოკვდები,  ალბათ  მაშინ  დაგაფასებენ,
          მაშინ  იტყვიან  ამ  საწყალმა  ბევრი  იარა,
          ცრემლმორეულნი  კიდევ  ერთხელ  გაგიღიმებენ
          და დაიცლება  შენს  სახსოვრად  ბევრი  ფიალა.

          როცა მოკვდები, სწორედ მაშინ მიხვდება ყველა,
          თუ რას ნიშნავდა შენი სახელი დედამიწაზე,
          ადრე  ეულად  მთელ  ქვეყანას  შემოივლიდი,
          ახლა  კი  წევხარ  წინამდგომთურთ  კუბოს  ფიცარზე.

          როცა მოკვდები, აი მაშინ დაგაფასებენ,
          მაშინ  იტყვიან თუ რა ძლიერი ყოფილხარ თურმე,
          შესაძლოა  ბიუსტიც  კი მოგიძღვნას  ერმა,
          ყოველ  წლისთავზე  თაიგული  დაგადოს  გულზე.

          როცა  მოკვდები,  სწორედ  მაშინ  დაგაფასებენ,
          რატომღაც შეგვრჩა ეს წესი და სავსე  ფიალა,
          ცრემლმორეულნი  კიდევ  ერთხელ  გაგიღიმებენ,
          კიდევ  იტყვიან:  "ამ საწყალმა ბევრი იარა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები