ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუსსა
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2015


,,ნეტარ არს იგი რომელმან არა მიხილა და ვჰრწმენე" ..

მიყვარს შაბათი . ამ დღეს თითქმის ყველაფრისგან ვისვენებ . არც სამსახური , არც სწავლა .. ასე რომ ვთქვათ, სრულ თავისუფლებას განვიცდი და ჩემს შინაგან სამყაროს ვუთმობ დროს . უპირველეს ყოვლისა, რასაც ვაკეთებ, ესაა ძილი ! მოკლედ რომ ვთქვათ , ვირგებ დასვენების ერთადერთ დღეს და შუადღემდე გაუნძრევლად მძინავს . ერთ–ერთს, რასაც აღუწერელი სულის სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის- ტაძარია . ეს ის ადგილია, რომელშიც თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ და ჩემი სული ყოველთვის მსუბუქდება . ტაძარში ჩემს მეგობარ ნიკასთან ერთად დავდიოდი . კი მართალია დავდიოდი , რადგან ამ ბოლო დროს რამდენჯერაც ნიკას ტაძარში წასვლა ვუხსენე, იმდენჯერ თავი ამარიდა . დღევანდელ დღესაც არაფრის შეცვლა არ მიფიქრია. ავდექი და სამებისაკენ მიმავალ გზას გავუყევი . ნიკას სახლი საკმაოდ ახლოსაა ტაძართან და ვიფიქრე, შევუვლი -თქო . ნაბიჯებს ავუჩქარე და ნაცნობ ჩიხში შევუხვიე . ნიკა სახლის წინ ხის პატარა მორზე იჯდა და ცას შესცქეროდა .
– რა იყო, ძმაო, ბუზების თვლა ხომ არ დაგიწყია ?- სიცილით ვუთხარი და სანახავად მივუახლოვდი .
– ვახ , შენ აქ საიდან, ტო ?
– გაიხსენე რა დღეა და მიხვდები .
– მოიცა ... შაბათი ?
– ეჭვიც არ მეპრებოდა , რომ გამოიცნობდი . რა იყო კალენდარს აღარ უყურებ,
რაც სამსახურს შეეშვი ?
– კალენდრის ყურებას რა აზრი აქვს , ძმა , ჩემთვის განა ყოველი დღე შაბათი არაა? ტაძრისკენ ხო?
– აბა, სად წავალ . ცოტა აფორიაქებული ვარ და დამშვიდება მინდა ცოტა ხნით ..
– მერე ტაძარში რა უნდა დაიმშვიდო ..
წინადადების დამთავრება უნდოდა , მაგრამ აღარ დავანებე და სიტყვა შევაწყვეტინე.
– ნიკა , არ გინდა წამოხვიდე ?
– არა ... მე საქმეები ..
– გეყოფა მიზეზები .. სამსახური აღარ გაქვს , უნივერსიტეტში აკადემიური აიღე , რომელ საქმეებზე მელაპრაკები ? ბოლოს და ბოლოს, მითხარი რა ხდება შენს თავს .
– არ მინდა საათობით დავეყუდო იქ , სადაც არაფერია ჩემთან ახლოს .
– შენ რა გაგიჟდი , ტო ? ახლა ისიც მითხრა იქნებ ათეისტი გავხდიო.
– ათეისტი ? რა ვიცი , რა ვიცი . ქრისტიანი რომ ვიყავი და ტაძარი ჩემი მეორე სახლი იყო, რა მოვიგე ? რაში დამეხმარა ეგ შენი ღმერთი ?
– ნიკა , ხვდები რომ ეგ შენი პროტესტი სრული სისულელეა ? შენ რისი თქმა გინდა , რომ ვისაც სამსახური არ აქვს და ყოველდღიური ფული ღმერთის გმობა უნდა დაიწყოს ?


– მე არავის და არაფერს არ ვგმობ ! უბრალოდ, არ მინდა ეგ შენი ღმერთი ! ვერ ვხედავ , ვერ ვუსმენ , ახლა უკვე ვეღარც ვგრძნობ ! თავის დროზე რომ მეცნიერებას გავყოლოდი, იქნებ ჭეშმარიტების გზას უფრო მალე დავდგომოდი და არა ახლა, როცა უკვე არაფერი გამაჩნია .
– გეტყობა , რომ მეცნიერებას მართლა არ იცნობ .. არ უსმენ , ვერ გრძნობ .. როგორ იგრძნობ, როცა არ გწამს ?
– და როგორ უნდა ვიწამო ის, რაც არ მინახავს ?
– მაშინ რატომ ფიქრობ , რომ სიმართლე შეიძლება იყოს ის, რაც არ გინახავს ?
– იმიტომ , რომ ფაქტები არსებობს , სურათები , თვითმხილველები ..
– ის , რომ უფლის არსებობა იწამო, აუცილებლად მისი ფოტოსურათი უნდა ნახო ?
– რატომაც არა ..
– ხვდები , რომ დიდ ცოდვას ჩადიხარ ?
– ცოდვას ? მართალია . ამის გამო ხომ ჯოჯოხეთი მომელის,- ნიკა სიმწრისგან აროხროხდა .
– შენ დახმარება გჭირდება .
– დახმარება ავადმყოფებს სჭირდებათ , ძმაკაცო . სამყარო ბუნების გარდაუვალი კანონებით ვითარდება და არავითარ შემქმნელსა თუ დამცველს არ საჭიროებს .
– გარდაუვალი კანონების შეხსენება არაა საჭირო. ბუნების კანონზომიერება ეს ისეთივე ჭეშმარიტია , როგორც ის, რომ მე უკვე წირვაზე დავაგვიანე . დაიცა , შენ რელიგიის არ გჯერა და იმის წარმოდგენა არ გიჭირს , რომ ასეთი კანონები თავისთავად შეიქმნა და ბრმა , უსულო , უგონო მატერიის დასაბამიერ თვისებას წარმოადგენს ?
– ამაზე ჩვენზე უფრო ჭკვიანებმა იმსჯელეს და დაამტკიცეს სამაყროს მატერიალური განვითარება . ახლა აღარ გვჭირდება ყველაფერი ღვთის ქმედებებს მივაწეროთ .
– რა თქმა უნდა , მეცნიერებას შეუძლია სამყაროს სხვადასხვა წარმოშობის გაცილებით სრულყოფილი სურათი დაგვიხატოს , მაგრამ რატომ მიემართება სამყარო მაინცდამაინც ასეთი გზით ამაზე გიფიქრია ? სამყაროს განვითარებას გონიერი ნება ესაჭიროება . ეს კი ნიშნავს იმას , რომ სამყაროს გონივრული განვითარების ერთადერთი მიზეზი შეიძლება ღმერთი იყოს.
– როგორ შეგიძლია უყურო ამდენ გაჭირვებულ და განადგურებულ ადამიანს დაიჯერო უფლის არსებობა? სად ხედავ მას მითხარი ? რა მიგვითითებს მის არსებობაზე ?
– ადრე გითხარი, გახსოვს, მიყვარს ფილოსოფიის კითხვა- მეთქი .
– მერე ?
– ერთ–ერთი ფილოსფოსია ჟან ჟაკ რუსო , რომელიც დიდი ვერაფერი ღვთის მორწმუნე იყო , მაგრამ ერთხელ თქვა : " საკმარისია მხოლოდ პეპელას ფრთას შევხედოთ და ათეისტების მტკიცება საპნის ბუშტივით გაქრებაო " .
– სიმართლე გითხრა მე ადამიანები უფრო მაინტერესებს, ვიდრე ლამაზფრთიანი პეპლების არსებობა .


– შენი აზრით, შენ რომ ახლა ყველაფერი გქონოდა და სამოთხეში გეცხოვრა, რა მოხდებოდა ? შენ უარს იტყოდი სულიერ ამაღლებაზე . შენი ხორციელი სიამოვნება საგრძნობლად გადაწონიდა სულიერ სიამოვნებას და შენ დაემსგავსებოდი პოტენციურ მორწმუნეს . გარკვეული ტანჯვა აკეთილშობილებს ადამიანებს , ასეთ დროს ხშირად გვეძლევა საშუალება დავუფიქრდეთ და გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები .
– აშკარად ეს ჩემზე არ ყოფილა გათვლილი .
– შენ ცდილობ თავი დაარწმუნო.
– თავი დავარწმუნო ?
– კი, თავი დაარწმუნო ღვთის უარყოფაში !
– რაში მჭირდება ?
– ამით ცდილობ გადაფარო შენი შეცდომები ..
– ეს რომ მდომოდა ..
– დიახ, ზუსტადაც ეს გინდა ! შენი აზრით, შენი დღევანდელი უსუსური ყოფა უფლის ბრალია ? ამიტომ გინდა , რომ უარყო ის . ფიქრობ , რომ თუ ღმერთი არსებობს აუცილებელია ყველა კარგად და ბედნიერად იყოს და როცა ეს არ ხდება, ესე იგი, ის არ არსებობს .
– დამაბნეველად საუბრობ ..
– არა, დამაბნეველად არ ვსაუბრობ . უბრალოდ მინდა აგიხსნა , რომ უფალმა შენ სიცოცხლე გაჩუქა . აი ,ამ სიცოცხლეს როგორ გააგრძელებ და როგორი გზით წარმართავ, ეს შენ მოგანდო.
– მე მომანდო ? და ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, უფლის დამსახურება იქნებოდა ხო ?
– ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, შენი დამსახურება ის იქნებოდა , რომ უფლის ნება აღასრულე და მისგან ნაჩუქარი ცხოვრება სწორად გააგრძელე .
– ღმერთო , შენ უშველე ამ შეჩვენებულს !- თქვა ნიკამ და ისევ როხროხი დაიწყო .
– ღმერთმა მიშველოს ? და რატომ ახსენებ ღმერთს ?
– ისე, წამომცდა.
– წამოგცდა ? რაღაც არ გჯეროდეს , არ გწამდეს და წამოგცდეს მისი სახელი, თან რაიმეს თხოვდე ?
– ხომ ხვდები , რომ ეს წამოძახილი უბრალოდ, 21 წლის განმავლობაში ჩემს გონებაში ღრმად გატკეპნილი სიტყვებია .
– ეგ გონებაში კი არა, გულში გატკეპნილი რწმენაა , რომელსაც მალავ . მალავ , რომ დაფარო და ჩაახშო საკუთარი თავი ! ასე ვერასდროს ვერ მოიპოვებ სულიერ სიმშვიდეს .
– მე დიდი ხანია სულიერი სიმშვიდე დავკარგე . იმაზე რას მეტყვი , რომ თითქმის ყველა განათქმული მეცნიერი , ფიზიკოსი თუ ხელოსანი უარყოფს უფლის არსებობას ?
– უარყოფს ? ისტორიის მცოდნე კაცი ხარ და რა თქმა უნდა , არისტოტელე და პლატონი იცი ხო ?

– მეღადავები , ტო ?
– მერე რატომ არ დაინტერესდი, წაიკითხე მათი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ ? არისტოტელე აღიარებს , რომ ღმერთია ყველაფრის მიზეზი.
– და პლატონი ?
– დავიჯერო არ გაგია მისი სიტყვები : " მზე , დედამიწა , მთელი სამყარო , წლის დროთა მონაცვლეობა, ღვთის არსებობას ადასტურებს " .
– არ ვიცი ეს პოლემიკა სადამდე მიგვიყვანს .
– მე არა, მაგრამ , აი შენ კი შეიძლება ჭეშმარიტების გზამდე მიგიყვანოს .
– ამისთვის სასწაული უნდა მოხდეს,- ჩაიცინა ნიკამ.
– სასწაული ? შენ ირგვლივ ამდენი სასწაული ხდება და აუცილებელია შენ თვალწინ მოხდეს ?
– რატომაც არა ?
– ცეცხლის გარდმოსვლაზე მეტი სასწაული რა უნდა მოხდეს ?
– რა იყო, მაგის შენც გჯერა ?
– რას ჰქვია თუ მჯერა ?
– იქ ვიღაცას რაღაც შეაქვს და ჩუმად ანთებს, ყველაფერი უფალს უნდა მიაწეროთ მართლა ..
– უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება.
– არა უშავს იქ დახვდება .
– და რატომ სომეხი მონოფიზიტების შესვლის დროს არ შეაქვთ არაფერი ? რატომ მაშინ არ გადმოდის ცეცხლი ?
– ხო ...
– ხო ? შეგიძლია მიპასუხო კითხვაზე, რატომ გადმოდის წმიდა ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე, გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სომხების, კათოლიკებისა და კოპტების კანდელებიც დგას ?
– რა ვიცი , რა ვიცი სულ დავიბენი ..
– დაიბენი იმიტომ , რომ მეცნიერები მართალია რასაც ხსნიან ყველაფერს საკმაოდ დამაჯრებლად ხსნიან , მაგრამ ისინი ხშირად ვერ ხვდებიან , რომ ამ ახსნაშიც უშვებენ უფლის არსებობისა შემთხვევას .
– ვიფიქრებ , გიო ..
– ჯობს მარტო ერთ მხარეზე არ იფიქრო . იმისთვის , რომ გადაწყვიტე ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ჭეშმარიტი მხარე აუცილებელია, მეორეც ისევე კარგად იცოდე, როგორც პირველი საკითხი .
– უკვე აღარ ვიცი რა მინდა . მაგრამ , მინდა ვხედავდე ღმერთს , სასწაულს , ანგელოზს, რომ ვირწმუნო .
– ნიკა , მომისმინე ძმაო , გქონდეს უფლის რწმენა ნიშნავს, გწამდეს მისი არსებობის, თუნდაც არ ხედავდე და არ უსმენდე მას. რიგ შემთხვევაში თუ შენ დაინახავ უფალს , რა თქმა უნდა , შენ უკვე არ გექნება სხვა გზა , რომ უარყო მისი არსებობა . მაგრამ

გაიხსენე და ნუ დაგავიწყდება უფლის სიტყვები : ,,ნეტარ არს იგი რომელმან არა მიხილა და ვჰრწმენე" . ახლა კი წავედი, ჩემო ძმაო , თუ რამე დაგჭირდება იცი, რაც უნდა ქნა . ღმერთს ებარებოდე ! მართალია , მინდოდა კიდევ გამეგრძელებინა საუბარი , მაგრამ ჩავთვალე , რომ აღარ იყო საჭირო . თუ რწმენაა და გულის სიღრმეში სადღაც მაინც ჰქონდა დარჩენილი, აუცილებლად დაადგებოდა ჭეშმარიტ გზას . თუ არა და, ესეც ხომ ღვთის ნებაა . მართალია წირვაზე დამაგვიანდა, მაგრამ , ისევ გავუყევი ტაძრის გზას . მინდოდა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი ღვთის სიძლიერეში და მადლობა გადამეხადა დღევანდელი დღისთვის . ნიკას არც ისე მოშორებით ვიდექი ბუტბუტი , რომ გავიგონე . უკან, რომ მოვიხედე წამომდგარიყო , ისევ ცას გასცქეროდა და საგრძნობლად ხმამაღლა იმეორებდე ჩემ მიერ ნათქვამ სიტყვებს : ,,ნეტარ არს იგი რომელმან არა მიხილა და ვჰრწმენე" .. ,,ნეტარ არს იგი რომელმან არა მიხილა და ვჰრწმენე" ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები