ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადამიანის სხეული
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


რომელი

ხელოვნებით გარყვნილი
ინტელექტით გაბანგული
ბიპოლარული შეშლილობით გზააბნეული
საზოგადოების წევრი ვარ.
ჯორდანო ბრუნოს ჰკითხეს - შიგ ხომ არა გაქვსო
მან უპასუხა
შიგაც მაქვსო,
მრგვალიცააო
და ბრუნავს კიდეცო.
ნიცშეს ცხენი ბართლომეს ღამეს გაიხსენებს
და ატირდება გოდოს მოლოდინში.
დედა.
უხმოდ ტირიან ბანოვანნი ტაძრის კართან
მე არ მაქვს ფული და ვერ ვბედავ დაჯდომას ბართან
ხელმოცარული მიმტანები იატაკს ღლიან
დაქვრივებული დურგლები კი კუბოებს თლიან
დროის სარტყელებს გადაზომავს ათასჯერ ფიქრი
და გაიღვიძებს უღრან ტყეში ექოთა ზვირთი.
ყინვისგან ისევ მოიბუზა ქალაქის ჭერი,
მე უცხო ჰიმნებს ძველებურად კვლავ მივიმღერი.
მოდის უგვანო მოგონება გარდასულ დროთა
და მიხსნის მაჯებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები