 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2008 |
,,ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!...’’ გოგლა ლეონიძე
ქსანზედ, არაგვზედ უკვე დამწიფდნენ ხოდაბუნები თავთუხებისა... არ მომიმკია... იქვე დავტოვე, რადგან ყივჩაღი შემომეფეთა... შემომეფეთა კი არა და... აი, უკვე ორას წელს ვაბამ, რაც თავზე მადგას და მართმევს საგზალს...
მე კი, ,,პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა, ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა,’’ ცოლი მთხოვა და ვაძლიე, ღიმილით მივა სხვისასა... აფერუმ!... ასე რამ დაგცა, ნაყმევო გუდან ჯვრისასა!
ხომ ასე ვუთავქონებდი... დღეს მაინც შემომესია: თავი რომ გადამიჩეხა, მერე გორებიც მიქცია! ლამის მცხეთასაც უმტვრია შეხსნილი საკეტურები, ღვთის მადლით, ცოტას გადავრჩით, რომ არ გვილეწა ტაძრები... თან ზეით გადმოგვძახოდა, ჩვენა ვართ თქვენზე მართლები!
ყივჩაღს რომ შემოვეფეთე, გზას მარტო როდი მოვები... ნაწვევნი, ნაქეიფარნი, თან მახლდნენ ,,ახალ’’- მოყვრებიც... მირჩევდნენ, უთავქონეო, თორემ ჩაგყლაპავს მორევი! თუ გვისმენ, ვერას გაბედავს, შევიქცევთ ტყუილ ლაყაფით... სხვა რა გზა მქონდა, ვირწმუნე მათი ლამაზი არაკი... მაგრამ რომ შემომეფეთა ყივჩაღი ავი, ნამწყრალი, პურ-ღვინოს ვინ დაეძებდა, თავზე დამამხო ქალაქი... ყივჩაღთან ვინ რას გიშველის, შემომეფანტნენ ,,მოყვრები’’, (საბას ელჩობის დრიდან, წინათაც ბევრჯერ მოვღორდი) არმობით გულმოწურული, ვანამუსებდი ნაკაცართ, და რა ვიცოდი, თუ ყველამ უკვე ნამუსი დაკარგა!
მე კი, გუდანის ჯვრის მადლმა, ნეტა, ვის ვეთავქონები?! ვინ დამიბრუნებს მიწა-წყალს, ლაყაფით, სისხლნატბორები?!
მარტო კაცს ჭამაც ბრალად აქვს, მაინც სულ ამას ვგონებდი, ყველგან ვეძებდი მოყვარეს, სტუმარს, ვით უფალს ვმონებდი, მაგრამ ეს წუთისოფელი, ვის აცლის თვალის მოხუჭვას?!
დღეს გზა-შარაზე, სულ მარტოს, ყივჩაღი შემომეფეთა!
14.12.08წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. (ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ თქვენებს...) ასე კარგად როგორ მოარგეთ აწმყოს სათქმელი წარსულის სიტყვას? არა,რომ ერგება გასაგებია,დანახვა და მიხვედრაა რთული,იდეალური პარალელია... ეეჰ,ჩანს,არ ვიცვლებით ქართველები (უკეთესობისაკენ) :(
რა ვიცი,მიყვარხართ,როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს! (ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ თქვენებს...) ასე კარგად როგორ მოარგეთ აწმყოს სათქმელი წარსულის სიტყვას? არა,რომ ერგება გასაგებია,დანახვა და მიხვედრაა რთული,იდეალური პარალელია... ეეჰ,ჩანს,არ ვიცვლებით ქართველები (უკეთესობისაკენ) :(
რა ვიცი,მიყვარხართ,როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს!
25. მოოოომწონს:) მოოოომწონს:)
24. ცოტა შევასწორე...ანუ გავითვალისწინე რაღაც- რაღაც შენიშვნები და ამოვიღე ციტატა ვაჟადან ...ხალხური დავტოვე.....;) ცოტა შევასწორე...ანუ გავითვალისწინე რაღაც- რაღაც შენიშვნები და ამოვიღე ციტატა ვაჟადან ...ხალხური დავტოვე.....;)
23. კარგიაააააააააააა კარგიაააააააააააა
22. ვაიმე, ღმერთო, როგორ მომეწონა, საერთოდ სამივე ყივჩაღი მიყვარს და გეტყვი, რიმ ეს მეოთხეც არ ჩამოუვარდება მათ... არაჩვეულებრივია და დასანანია, აქამდე რომ არ წავიკითხე... კარგიო... :) ვაიმე, ღმერთო, როგორ მომეწონა, საერთოდ სამივე ყივჩაღი მიყვარს და გეტყვი, რიმ ეს მეოთხეც არ ჩამოუვარდება მათ... არაჩვეულებრივია და დასანანია, აქამდე რომ არ წავიკითხე... კარგიო... :)
21. ესეც მომეწონა ესეც მომეწონა
20. ძალიან მიყვარს " ყივჩაღის პაემანი"და ეს ლექსიც მომეწონა... :) ძალიან მიყვარს " ყივჩაღის პაემანი"და ეს ლექსიც მომეწონა... :)
19. საინტერესო და ორიგინალური... ოღონდ უმჯობესი იქნებოდა ნაკლები ციტირებების გარეშე... ფრიადი მაინც :) საინტერესო და ორიგინალური... ოღონდ უმჯობესი იქნებოდა ნაკლები ციტირებების გარეშე... ფრიადი მაინც :)
18. მთლიანობაში ლექსი სათქმელს ურყევად გადმოსცემს. თუმცა ანფასით დანახულ რეალობას აპროფიებს სხვისი ფრაზები. ვფიქრობ შენს ფართო აზროვნების არეალს არ უჭირს... ხო გამიგე არა? ;) მთლიანობაში ლექსი სათქმელს ურყევად გადმოსცემს. თუმცა ანფასით დანახულ რეალობას აპროფიებს სხვისი ფრაზები. ვფიქრობ შენს ფართო აზროვნების არეალს არ უჭირს... ხო გამიგე არა? ;)
17. წარმატებები! წარმატებები!
16. მე-16 კომენტარს ვეთანხმები :) მე-16 კომენტარს ვეთანხმები :)
15. ვაჟკაცური ქართული სული დევს.... მე მომეწონა.... წარმატებები... ვაჟკაცური ქართული სული დევს.... მე მომეწონა.... წარმატებები...
12. აუ ესეთი ფორმით რატო წერ ააა? :-B
აუ ესეთი ფორმით რატო წერ ააა? :-B
11. საინტერესო მცდელობაა. აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი. 3 საინტერესო მცდელობაა. აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი. 3
10. :D:D:D:D:D:D:D :D:D:D:D:D:D:D
9. :) იყოს ეგრე, მართლაც ნურაფერს შეცვლი, მაგრამ შემდგომში, იმედია ამაზე უკეთესს, დახვეწილს და "გაშალაშინებულ" ლექსს შემოგვთავაზებ..... შენ ლექსებში ის დავინახე რაც მე ძალიან მომწონს, ამიტომ გირჩიე ასე......
"კიდევდაკიდევ" წარმატებები!
ველოდები ახალ ლექსს.... :) იყოს ეგრე, მართლაც ნურაფერს შეცვლი, მაგრამ შემდგომში, იმედია ამაზე უკეთესს, დახვეწილს და "გაშალაშინებულ" ლექსს შემოგვთავაზებ..... შენ ლექსებში ის დავინახე რაც მე ძალიან მომწონს, ამიტომ გირჩიე ასე......
"კიდევდაკიდევ" წარმატებები!
ველოდები ახალ ლექსს....
8. მე მეგონა გამგლეჯდით და ჩამქოლავდით, თუმც მზად ვარ ყველაფრისათვის! :) და მაინც გიღიმით! ყველას მაგლობა, ვინც გამომეხმაურა,სულ ერთია, მოეწონა თუ არა. გიო არაბულს, განსაკუთრებით, კარგი რჩევები იყო, მაგაზე მეც ვყოყმანობდი, დამეტოვებინა თუ არა, მაგრამ მერე... ალბათ, მაინც დავტოვებ... ვერ ვხსნი, რატომ, მაგრამ ასეა. მე მეგონა გამგლეჯდით და ჩამქოლავდით, თუმც მზად ვარ ყველაფრისათვის! :) და მაინც გიღიმით! ყველას მაგლობა, ვინც გამომეხმაურა,სულ ერთია, მოეწონა თუ არა. გიო არაბულს, განსაკუთრებით, კარგი რჩევები იყო, მაგაზე მეც ვყოყმანობდი, დამეტოვებინა თუ არა, მაგრამ მერე... ალბათ, მაინც დავტოვებ... ვერ ვხსნი, რატომ, მაგრამ ასეა.
7. და რას ეღჩი გოგლას რად დაუმახინჯე ლექსი აა?;) და რას ეღჩი გოგლას რად დაუმახინჯე ლექსი აა?;)
6. ...ნაყმევო გუდან ჯვრისასა!....
...მე კი, გუდანის ჯვრის მადლმა, ნეტა, ვის ვეთავქონები?!...
გუდანის ხსენებამ ამაღელვა!
თემა ძალიან კარგია, თუმცა საბასთან პარალელის გავლება ვფიქრობ ზედმეტია.. და ვაჟას სტრიქონის გამოყენებაც ვფიქრობ არაა საჭირო .....
სხვად კი მომეწონა..
ნე უფრო დავხვეწავდი, გავალამაზებდი...
4 ..... წარმატებები
გუდანის ჯვრის მადლი შენ! ...ნაყმევო გუდან ჯვრისასა!....
...მე კი, გუდანის ჯვრის მადლმა, ნეტა, ვის ვეთავქონები?!...
გუდანის ხსენებამ ამაღელვა!
თემა ძალიან კარგია, თუმცა საბასთან პარალელის გავლება ვფიქრობ ზედმეტია.. და ვაჟას სტრიქონის გამოყენებაც ვფიქრობ არაა საჭირო .....
სხვად კი მომეწონა..
ნე უფრო დავხვეწავდი, გავალამაზებდი...
4 ..... წარმატებები
გუდანის ჯვრის მადლი შენ!
2. თუმცა ათასი წელია...-ეს მათი ნაშიერია. დაგვიდგეს სისხლის მორევი...-მარტოკა რას მოერევი. 5 თუმცა ათასი წელია...-ეს მათი ნაშიერია. დაგვიდგეს სისხლის მორევი...-მარტოკა რას მოერევი. 5
1. მომეწონა, მათე... წარმატებები :) მომეწონა, მათე... წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|