ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანის კატა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


დრო

მე შემიძლია გიამბო, რომ არ არსებობს დასაბამი,
დასასრულსაც ნუ ელოდები.
შენ არც იყავი, არც ხარ, არც იქნები, არც არ იქნები.
არ გჯერა, რადგან მხოლოდ ვკნავი.

მე მწვანე თვალებით ვატარებ დროს,
მე მწვანე თვალებით ვატარებ დროს,
ის ჩერდება როცა მათ ვხუჭავ, ადრეც გითხარი,
თქვენ კი ეძებთ საკუთარ თავს რატომღაც სხვებში
და გეშინიათ მარტოობის.

რა საიდუმლოს ინახავს,
რა საიდუმლოს ინახავს,
რა საიდუმლოს ინახავს,
და რა დამარხეთ უხსოვარ დროში
თქვენს წარსულში?
არარაობის სისასტიკე, რომ ვერ ზიდეთ,
ის ახლა აღმა თხრის მიწას და საცაა ამოხეთქავს,
რათა არა მარტო დარჩენილებს,
სხვის თვალებში ნაპოვნ ტყუილს შეკედლებულთ,
ნაშენი ილუზია შეგაყინოთ მკვდარ სახეებზე,
მერე კი წავა,
მერე კი წავა,
მერე კი წავა,
-ელდა?
-დარჩება ელდა.

თქვენ კი ისევ ააშენებთ სიცრუის ხომალდს,
მხოლოდ ძილში უნებური სიზმრები
თუ შეაკრთობენ ახალ სიმშვიდეს.
სიზმრები, წყალსაც რომ არ ეტყვით,
და დაივიწყებთ გაღვიძებამდე.

მე თვალებით ვატარებ დროს,
მე თვალებით ვატარებ დროს,
ჩუმად, ახლა მას სძინავს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები