ვინ გაწყენინა ქართველო? გული ვინ მოგაყვანინა? უთხარ, რომ ღმერთი გმფარველობს ციდან, აქ - დედის ნანინა.
უთხარ, რომ მიწა წილხვედრი გაქვს ღვთისმშობლისა, წალკოტი, რომ შენ უკან არ იხევდი მისთვის, მისგან არ გარბოდი.
რომ ვერ შელახავს მომხვდური, მას, გმირთა სისხლით ნამიანს და რომ სიმები ჩონგურის არდროს გაწყდების. დარბიან,
კვლავაც ირბენენ - ალგეთის დაიზრდებიან ლეკვები, თავს გასწირავენ მრავალგზის სამასი არაგველები.
უთხარი, რომ არ შეარცხვენ შალვა და ცოტნე დადიანს, პატარა კახის შვილები, უთხარ, რომ ისევ დადიან!
უთხარ, რომ ბედი ქართლისა, ჯერ კიდევ უნდა დავწეროთ, და, რომ კვლავ ერთნი ვიქნებით, რომ ვერვინ დაგვანაწევროს!
უთხარ, რომ რწმენა გაკაჟებს ჯვარზე ცმული ღმერთ-კაცისა და რომ არასდროს შერცხვების გმირობა სააკაძისა!
ისიც უთხარი ქართველო, რომ სულს მადლი გაქვს ცხებული, უთხარ, რომ ძალა გმფარველობს დემეტრე თავდადებულის!
რომ ქართველი ხარ სულით და ვერ დაგაჩოქებს ურჯულო, რომ სისხლში გიზის - გმირობა შვილს ყრმობაშივ უჩურჩულო.
რომ არ წახდების ქართველი ქალის ღირსება, მანდილი და რომ მას ძალუძს ამზადოს ღვთისგან ნაკურთხი სადილი.
რომ დედა-ენის სიწმინდეს ვერ შესცვლის მტერი მსუნაგი, რომ ვერ გაიდგამს ფესვებსა ქართლში ურჯულოს ბუნაგი!
რომ ქართველი ხარ, ქართველო (თუ გული მოგაყვანინა) უთხარ, რომ ღმერთი გმფარველობს და ქართლის დედის ნანინა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|