ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2015


შენი ქალაქი...


უბედურება იცით
რა არის?
როცა პატარა ბიჭი ასე რვა წლის ან ათის,
შენს წინ თუნუქის, ბალონიდან
ისუნთქავს აირს,

რომლითაც მგონი სანთებელის კორპუსს ტვირთავენ
და ხედავ როგორ უელმდება სატანას თვალი...
ის სუნთქავს შენ კი მხოლოდ ერთი სუნთქვა დათვალე.
და ვეღარ ხვდები რა გენანება,

უყურებ ასე ყელში ბოღმის ლუკმა გაჩრილი
და აღარ იცი რას გრძნობ ამ დროს ან რას განიცდი.
მერე გინდა, რომ საკუთარი უსუსურობა ამოარწყიო,
ღონე კი არ გაქვს უკვე არაფრის....
დგები და კოჭლი ფეხით გარბიხარ
იმ საზარელი ბუნკერიდან,
რომელსაც ჰქვია შენი ქალაქი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები