ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2015


№ 2

ზოგჯერ, როცა წიგნებში სადმე სიმართლეს გადავაწყდები, ისეთ სიმართლეს, სუნთქვას რომ გაგიიშვიათებს, შუბლს შეგიკრავს, სხეულს შემხუთავად მოგედება, შხამად ჩაგეღვრება.. ზოგჯერ , როცა ამ სიმართლით ოთახში სუნთქვა სულ უფრო ჭირს..ზოგჯერ, როცა მუშტებს სიმწრით ვკრავ და ვენებში სისხლი მეყინება .. მეშინია ხოლმე ასეთ დროს, ძალიან მეშინია, რომ შენც ერთხელაც ფეხს წამოკრავ სადმე ამ სიმართლეს და უდარდელი სტვენით , მზით სავსე  თვალებით, ბავშვური , საყვარელი, კრიალა ღიმილით სადმე მიმავალი , ჯინსის ქურთუკში ხელებჩაწყობილი , ბოლოსმოსმენილი მელოდიით თავიდან ფეხებამდე სავსე, სითბოთი და სიხარულით გაჟღენთილი .. უცებ დაენარცხები მტვრიან ასფალტს - ტუჩები ოდნავ გაგეხსნება მოულოდნელობისგან , თვალებში , თითქოს შუქი ჩააქრესო, კითხვის ნიშნები მძმედ მოიხრებიან და... შემომხედავ !
ხუთი წუთის წინ შენ ჩემზე ოცნებობდი - ჩემთან ერთად დარბოდი ოქროსფერი ხორბლის მინდორში, ფერადი ყვევილების , ჰაერის , მზით და ოცნებით გამთბარი ჰაერის სამყაროში. ახლა კი შენ მტვრიან ასფალტზე ზიხარ, როგორც დაკარგული და ვერნაპოვნი ბავშვი , დაღლილი და ტირილისთვის გამზადებული თვალებით ჩემს ცრემლებში ირეკლები.
ზოგჯერ, როცა სიმართლე ასეთია ხოლმე, მინდა სასწრაფოდ ჩაგკიდო ხელი , ზურგჩანთა მოგაჩეჩო, ფეხსაცმლის ჩაცმა არ გაცადო და ჩქარა გაგიყვანო , გაგაქციო, როგორც დედამ შვილი, ალმოკიდებული სახლიდან, გაგაქციო ამ შეკრული წრიდან , სადაც ყოველ ნაბიჯზე კბილანა ხაფანგებივით ყრია სიმართლეები - „ცვრების და იების“ მკვლელი სიმართლეები , მსუბუქნაბიჯებსაწინააღმდეგო ნაღმები. სიყვარულის და სითბოების ჯალათი მკვლელები.
ზოგჯერ ... მეშინია ხოლმე .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები