ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2015


ძვირფასო ღმერთო

დამიმახსოვრე ჩემო ღმერთო ამგვარი შვილი!
შენ,ჩემო ღმერთო გამიღიმე როგორაც შეძლო.
გაგიკვირდება,ყველა სათქმელს ერთბაშად ვილევ,
რავიცი მერე დავმუნჯდე ან აღარ ვთქვა,ვინძლო...

გამომესარჩლე,ვზიანდები ყოფითი კლიშით.
მაიძულებენ მოვუსმინო  და ასე შემდეგ...
ძვირფასო ღმერთო,თეთრო,მშვიდო,თვალებით გიშრის...
მე მაპატიე თუ ვერ ვხედავ სიკეთის შედეგს...

დამიმახსოვრე,ჩემო ღმერთო რაიმე ნიშნით,
ეს ყველაფერი მოსაყოლად აღარ ღირს ვფიქრობ.
ადამიანი,ხასიათი,ერთგვარი ნიშა,
არ გვაკვირდები როგორ ვიცავთ თამაშში სინქრონს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები