ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვირილა
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2008


***

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლებივით აყრია შუბლზე, არ შემხვედრილხარ,არ მინახიხარ,ალბათ იქნება ათასი წელი.ათასი წელი იქნებ ცოტაა,ან იქნებ არის ძალიან ბევრი,.....მე მხოლოდ სიზმარში მახსოვს, შენი უძირო თვალების ფერი.იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულო ახმოჩნდა შორი,მერე ვიგაცამ შეთხზა რაღაცა,შენც კარგად იცი,მე რომ არ გითხრა,როგორ ვრცელდება თბილისში ჭორი.ეს ყველაფერი ადრე დაიწყო,ადრე ძალიან ადრე,როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს.......ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა,რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა.მე სიყვარული ვიცი რაც არის,მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა,არა არ არის ის სიყვარული,რასაც საერთოდ მას უწოდებენ,ის არის უფრო იმაზე მეტი...........არა!ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეხვედრებს.მე ისევ მინდა რომ შენთან ვიყო,მაგრამ მე ვიცი ჩემო ძვირფასო,რომ ეს არასდროს განმეორდება,და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია სანამ მიწაზე დაეცემოდეს.მე დავიღალე, დრო არის ძილის,ალბათ მდინარეც იძინებს წამით,რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა....მე აღარ ძალმიძ, აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა,მე უშენობა ძალიან მიჭირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები