ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2015


სავედრებელი

დედა-მამამ ერთ დღეს დამყარა,
უფალმან შემიწყნარაო,
მამამ ხმლის ქნევა მასწავლა,
დედამ მიმღერა ნანაო.
 
მაცხოვარ გვერდში მყავს მუდამ,
ვისიღა მეშინოდესო?
ვინ შემაძრწუნოს ბნელ ღამეს,
უფალ როს მიღიმოდესო.

მოახლოვებულ უკეთურნ,
ჩემს ხორცის შეჭმის მსურველნო,
მოუძლურდეთ და დაეცნეთ,
ვერ გაიხარებთ მუდრეგნო.   

ღაღად გყავ, ჩემი ისმინე,
სული მიწყალე უფალო,
ნუ გარე მაქცევ პირსა შენს,
ღვთისმშობელს, ხატად ვუგალობ.

მიწყალე დიდის წყალობით,
მრავლითა მოწყალებითა,
განმბანე ესე ცოდვილი,
ღვთიური სიტყვის მადლითა.

დასთგურნე ლომნი-ვეშაპი,
ხმა ყავ ჩემდამი ძლიერი,
გადიდებ სამარადჟამოდ,
ახალგაზრდაც და ხნიერიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები