- სიჩუმეს ავუწიე .. ვიფიქრე ბოლო ხმაზე ჩამერთო , მაგრამ მეზობლების შეწუხება არ მინდოდა ხმაურით .. ერთი .. ორი .. მესამე ღერზე ვიგრძენი , რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ . კვამლმა გადაფარა ჩემი მძიმე სუნთქვით გადაღლილი ჰაერი .. კიდევ ერთი ღერი და ვიგრძენი შეხება .. აღელვება არ შევიმჩნიე .. ვიცოდი კვლავ წავიდოდა .. როგორც ყოველთვის .. ნაბიჯების მაგივრად მისმა გახშირებულმა სუნთქვამ გადაფარა სიჩუმისგან გამოწვეული აურზაური .. გულის წასვლამდე მინდოდა შევხებოდი და სამუდამოდ დამეტოვა . მკლავდა მისი სიჩუმე და საფეთქელთან მოახლოებული მისი ტუჩები .. არც კი უკითხავს ისე გამომართვა ( ისედაც უკვე ჩამწვარი ) ბოლო ღერი . ვიგრძენი როგორ დაიწყეს თვალებმა ცრემლებში ჩაძირვა .. დახმარება უნდოდა , მაგრამ შემეშინდა ( იქნებ არც მის ტუჩებს ცოდნოდა ცურვა ) .. თითქოს იწყინა და უფრო მომიხალოვდა .. ვიგრძენი მისი შემოხვეული ხელები ჩემს სხეულზე და ვტკბებოდი მისი გულისცემით , რომელიც ჩემს საყვარელ მუსიკას უკრავდა .. ცოტაც და ვიყვირებდი : " მიყვარხარ .. დარჩი " .. მაგრამ .. ტკივილმა გამომაფხიზლა .. სამწუხაროა , რომ მარტო სიზმარში მომაშორეს სიგარეტი .. ხელის დაწვას მაინც გადავურჩებოდი ..