ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2015


ლამის

ნინო დარბაისელი

ლამის
- - - - -
(ციკლიდან: ეტიუდები)



წუხანდელი
- უჩემოდაც გადახდილა!
ღამე სარქველგადახდილი -
- აი დილა!

სიცივისგან დახორკლილი ლურჯი მკლავი,
თვალში ცრემლი - მთელი ყოფის ამრეკლავი.

ბალახის ღერს
დილის სიო ანანავებს,
მოწყდეს ლამის
ღერის წკიპზე მოქანავე
წვეთი ნამის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები