მე ვიცი, თამ, შენ არ გიყვარს ასეთი ლექსები. სიმართლე გითხრა, არც მე მიყვარს. და მაინც, წუხელ მთელი ღამე სიგარეტიდან ვწოვდი ამ ლექსს... ასეა... ფილტვები რომ ნიკოტინით მევსება, რაღაც, უცხო და მიტოვებულ ექსტაზში შემიყვანს ხოლმე და ღამეებიც ისე იპარებიან, ისე თავპირისმტვრევით გარბიან საათის ისრები, რომ მეშინია დრომ ფეხი არ მოიტეხოს და, ისედაც ჩამორჩენილი, ჩემი ცხოვრება საერთოდ არ გააჩეროს... თამ, ვერაფრით ვერ ვწერ როცა ბედნიერი ვარ... რა არის საერთოდ პოეზია? ამბობენ სიყვარულია, ან ხნულში ამოსული ია, ან იქნებ ვარდი მეწყერი ან თონე ან როკი ან სიბრძნის დარგი ან სექსი არა, არც ერთი, თამ! პოეზია არის ერთადერთი და მარადიული... სევდა... პოეზია არის ტკივილი ყოფიერებისა... ... და მანამ სანამ გარეთ ქარი ბნელ ღამეს ხევდა, მივხვდი, რომ არ შემიძლია ვწერო მაშინ, როცა შენ აქ ხარ... როცა, შენი პეპლები სხედან ჩემს თვალებში როცა, ქარზე იმაზე მეტი ვიცი რაც დაწერილია როცა, შენს ახალ რძისსურნელიან ჭაღარას ვითვლი... არა და მაინც რა ძნელია იყო ცოცხალი, ძნელია, იდგე და მამის ცრემლებს უყურო... და შეეგუო რომ არასდროს, შენ არასდროს არ ატირდები. ძნელია, გქონდეს გული და ქვა გედოს შიგნით, ის ქვა, რომელზეც შენი ცხოვრება უნდა მოხაზონ სიკვდილის შემდეგ. თამ, მე ვიცი, შენ არ გინდა ასეთი ცხოვრება ვიცი, რომ მელოდები ვიცი, რომ არ წახვალ ვიცი, რომ არ გაყვები სხვა მატარებელს და მაინც ეს ყოველივე ისე მეუცხოება ისე მიწეწავს თმასა და ნერვებს, მინდა, რომ დავუყარო საკენკად ჩიტებს, შეჭამონ გაძღნენ და ნისკარტზე მოისვან პატარა ხელი...
არის ერთი რამ, რაც არასდროს არ მითქვამს შენთვის, რაც მიმსხვრევს ნეკნეს და მილეწავს მთელი ცხოვრება... თამ, მე ჩემს სამშობლოსაც აღარ ვჭირდები ცალი თირკმელით, არა და მტერი შარდით ხომ არ კვდება?! მითხარი, თამ! ხომ არის ეს ყოველივე ეპიკური უგუნურება?! ... გარეთ კი ფანჯარასთან დარცხვენილი ჩამოდგა დილა და მალე ალბათ მზის სხივებიც გალოკავს სიონს... მე კიდევ მინდა რაღაც გითხრა, თამ. შენ იცი, რომ დღეს ტკივილი გაცვდა შენ იცი, რომ დღეს მოდაშია სოციალური ქსელი საკაიპი და გუგლი... განა ეს აწუხებდა ოდესღაც გალაკტიონს?! არა! ხალხია დღეს ასეთი ხალხია დღეს გარშემო უგულო მიდიან, მოდიან, დადიან და საბოლოოდ მაინც სხედან უღიტინებენ “გაწეპილ” ტვინებს თავიანთ ბლანტ ცხოვრებაში დანავარდობენ და რადგან მე ქარზე ვიცი იმაზე მეტი ვიდრე დაწერილია, ვხვდები, რომ დღეს, თამ, უსათუოდ ხალხია ასეთი. და ამიტომაც ტკივილი გაცვდა... ... ასე რომ, სანამ გათენდება და შენთან წამოვალ და სანამ ძაღლთან ერთად ჩვენს სიყვარულს გავასეირნებ გეტყვი ერთსაც და თვალებიდან შენს პეპლებს გადმოვსვამ... თამ, არ შემიძლია ვიყო ბედნიერი უშენოდ და არ შემიძლია ვწერო მაშინ, როცა შენ აქ ხარ... არ დამაწერინო სიკვდილამდე არც ერთი სევდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არც ტკივილი გაცვეთილა და არც ხალხია უგულო (მით უმეტეს, თუ საქმე შედარებაზე მიდგა (ადრინდელთან)), რა თქმა უნდა.
არც ტკივილი გაცვეთილა და არც ხალხია უგულო (მით უმეტეს, თუ საქმე შედარებაზე მიდგა (ადრინდელთან)), რა თქმა უნდა.
3. "პოეზია არის ტკივილი ყოფიერებისა... ... და მანამ სანამ გარეთ ქარი ბნელ ღამეს ხევდა,"
ვერ დაგეთანხმებით
"შენ იცი, რომ დღეს მოდაშია სოციალური ქსელი საკაიპი და გუგლი... განა ეს აწუხებდა ოდესღაც გალაკტიონს?! არა! ხალხია დღეს ასეთი ხალხია დღეს გარშემო უგულო" - ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ ხალხია უგულო , შეიძლება იმას ვერ იღებთ მათგან , რასაც ელით. მითუმეტეს ვერც იმაში გეთანხმებით, რომ თითქოს ამ "უგულობის" მიზეზი რომელიმე ტექნოლოგიური განვითარება იყოს.
"ძაღლთან ერთად ჩვენს სიყვარულს გავასეირნებ" - ვერ მივხვდი კარგია თუ ცუდი.
"არ შემიძლია ვწერო მაშინ, როცა შენ აქ ხარ..." - ეს კარგია ნამდვილად, არვიცი მიზეზში რამდენად ვემთხვევით, მაგრამ მაინც.
"... გარეთ კი ფანჯარასთან დარცხვენილი ჩამოდგა დილა და მალე ალბათ მზის სხივებიც გალოკავს სიონს..." - ესეც მომეწონა.
წარმატებებს გისურვებთ
"პოეზია არის ტკივილი ყოფიერებისა... ... და მანამ სანამ გარეთ ქარი ბნელ ღამეს ხევდა,"
ვერ დაგეთანხმებით
"შენ იცი, რომ დღეს მოდაშია სოციალური ქსელი საკაიპი და გუგლი... განა ეს აწუხებდა ოდესღაც გალაკტიონს?! არა! ხალხია დღეს ასეთი ხალხია დღეს გარშემო უგულო" - ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ ხალხია უგულო , შეიძლება იმას ვერ იღებთ მათგან , რასაც ელით. მითუმეტეს ვერც იმაში გეთანხმებით, რომ თითქოს ამ "უგულობის" მიზეზი რომელიმე ტექნოლოგიური განვითარება იყოს.
"ძაღლთან ერთად ჩვენს სიყვარულს გავასეირნებ" - ვერ მივხვდი კარგია თუ ცუდი.
"არ შემიძლია ვწერო მაშინ, როცა შენ აქ ხარ..." - ეს კარგია ნამდვილად, არვიცი მიზეზში რამდენად ვემთხვევით, მაგრამ მაინც.
"... გარეთ კი ფანჯარასთან დარცხვენილი ჩამოდგა დილა და მალე ალბათ მზის სხივებიც გალოკავს სიონს..." - ესეც მომეწონა.
წარმატებებს გისურვებთ
1. საინტერესო ხედვა და გეთანხმები რაღაც რაღაცეებში, + საინტერესო ხედვა და გეთანხმები რაღაც რაღაცეებში, +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|