ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2015


ქარავანს მოყოლილი ამბები (თავი 6)

თავი 6
ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა,
რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.


***
ადამიანები ვცხოვრობთ ჩვეულებრივ, ყოველდღე ვდგებით საწოლიდან, მოვწესრიგდებით და შევუდგებით ჩვენ–ჩვენ საქმეებს. მიდის ცხოვრება..
–რაც არ ხდება, უკეთესობისთვის ხდება.
–შენზე ძლიერი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. – წყნარად მეუბნება სოფი. ვიცი, ხვალ ჩემი წასვლის ამბავს რომ გაიგებს, იფიქრებს შევცდიო. არაუშავს, დაფიქრდება და მიხვდება, რომ ძლიერი მხოლოდ თვითონაა, რადგან უჩემობას გაუძლებს.
– მიყვარხარ სოფი, შენ მიმაჩნიხარ იმ ადამიანად, ვისთანაც ვისურვებდი ცხოვრებას და ვკოცნი. თავიდან მიძალიანდება, მერე მენდობა. ვიცი, რომ ხვალ მივდივარ და შემეძლო ეს არ მეთქვა, არა, არ შემეძლო.
–საყრდენი, სიმტკიცე შენშია... შენ ენდობი შენს თავს, გულს... ეს საკმარისია.
–ისევ ფილოსოფოსობ, წყენანარევი თვალებით მიყურებს სოფი.
– მთავარია არა წარსული ან მომავალი, არამედ აწმყო, რომელშიც ვსუნთქავთ.

***
ღამე გვეძინა თეთრი ცხვირს ტყავის კარვებში, მუქი ფერის ხალიჩები და ბალიშები მოფენილი იყო სილაზე. სიბნელეში საოცრად ანათებდა ლამპრები. ცა კი ისე იყო მოჭედილი ლამაზი ვარსკვლავებით, თვალს ვერ მოაშორებდი ერთს თუ აიხედავდი ზევით.
–როგორია თოვლიანი დღე შენთვის??? გზად ჟურნალისტის როლი მოვირგე გასართობად და ხალისის შესატანად, თან როგორ აუტანლად ცხელოდა.
– ჰოოო, საინტერესო კითხვაა ჟურნალისტო. ახლავე მოგახსენებთ ჩემს აზრს, თოვლიანი დღე დამოკიდებულია როგორ ხასიათზე ხარ, თუკი, დავუშვათ და მხიარულ განწყობაზე ხარ, მაშინ გიხარია თოვლი და ვინ იცის, საგუნდაოდაც კი ჩადიხარ ეზოში ანდა თოვლის ბაბუასაც გააკეთებ და ბავშვობას გაიხსენებ. გარემო საოცრად კრიალა გეჩვენება და მზის სხივებსაც ამჩნევ და გთბილა. ხოლო, ვინიცობაა და ცუდ ხასიათზე გაგეღვიძა, მაშინ მაშინვე გაიფიქრებ „ ოხ, რა დროს თოვლი იყო, როგორ მეზარება ახლა გარეთ გასვლა, არც სამსახური მინდა, ატალახდება ეს რომ დნობას დაიწყებს და ვინ მოსთვლის რამდენნაირი „წუწუნი“ არ წამოგცდება. გარემო კი საოცრად ნაცრისფერი და ბნელია ამ დროს. დაასრულა ინტერვიუ ფილოსოფოსმა. მეტი კითხვა ხომ არ გექნებათ?
–არა, ახლა იგივე კითხვით სხვა რესპოდენტთან გადავალ, თუ არ გეწყინებათ.
–როგორც გენებოს.
ამბიციურთან მივედი.
–როგორია თოვლიანი დღე შენთვის???
– ჩაფუთნული თბილ ტანსაცმელში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ.
– ვარსკვლავებს დღისით? ჩავიფხუკუნე.
– ჰო,ახლა არ თქვა მე არასდროს მიყურებია დღისითო.
– ჰო, არასდროს. მხოლოდ ღრუბლები, ხანდახან მთვარე და ვენერა შემინიშნავს.
– მერე მაგ ღრუბლებს უკან რომ არიან დამალულები ვერ ხედავ? აი აიხედე, გაგიმართლა, ცა მოკრიალებულია და ყველა ვარსკვლავი ჩანს. ისეთი ბედნიერი სახით იყურებოდა ზევით, ლამის დავიჯერე რომ ბრმა ვიყავი. ალბათ ყველას არ აქვს ეგ ნიჭი, ვარსკვლავები დღისით დაინახოს. უხმოდ გავეცალე.
შემდეგი რესპოდენტი მწვანეკაბიანი აღმოჩნდა:
–როგორია თოვლიანი დღე შენთვის???
– როცა სახლში ხარ, ბუხრის წინ, გარეთ ლამაზად ბარდნის მუსიკის ფონზე. უკეთესია, თუ საყვარელ ადამიანზე ფიქრობ ან რამე სასიამოვნოს იხსენებ და სასიამოვნოს მოლოდინში ხარ.
– მადლობა.
ვერ გადამეწყვიტა ჯერ მექარავნესთვის მეკითხა თუ ნაწნავებიანი მორცხვი გოგონასთვის. იღბალმა გადაწყვიტა, ნაწნავებიანი შემხვდა პირველი.
–როგორია თოვლიანი დღე შენთვის???
–  მმმ... ხან თბილი, ხან ცივი.
– ანუ?
ისე გაწითლდა, ლამის ბოდიში მოვუხადე, ეს რა სითავხედე გამოვიჩინე როგორ გკითხე–თქო.
–ლამაზი.
ჰო, აღარ ჩავეძიე... მორიდებამ მძლია და თამამად გავსწიე მექარავნისსკენ.
–როგორია თოვლიანი დღე თქვენთვის???
– მე ნებისმიერი დღე ლამაზად მახსოვს, რომელიც ალიონის შეხვედრით დაწყებულა. აჰ, როგორია??? ფანჯრიდან უზარმაზარი დათოვლილი მთა რომ ჩანს, სურნელოვან ყავას რომ დაისხამ და თოვლზე არეკლილ სხივების ცეკვას რომ ააყოლებ სხეულის რიტმს. გარშემო საოცარი სიჩუმე რომაა აი ეგეთია.
უცებ რაღაც ბადეებს მოვკარი თვალი, მთელი ჩემი ინტერვიუების განმავლობაში მივდიოდით და იმდენად გავერთე, დრო და ადგილი აღარც მახსოვდა.
– ეს რა არის?
– ბავშვებო, ყურადღება,–ხმამაღლა თქვა მექარავნემ. ახლა თქვენ უყურებთ ნისლის ბადეებს, რომელსაც იყენებენ ძალიან მშრალ ჰავიან ადგილებში, სადაც ხშირია ნისლი. როდესაც ნისლი გადაივლის, წყლის წვეთები ბადეზე რჩება და მილებში ჩაედინება. მილებიდან კი წყალი სოფლებს, სახლებსა და ფერმებს მიეწოდება. დღეს ჩვენ სადაც დავბანაკდებით, იქ სწორედ ამ ბადეებიდან მონაგროვებ წყალს დავლევთ.
შეხვედრაც ასეთი უნდოდა... უამრავი ენა, უამრავი ფერი, ალბათ მთელ მსოფლიოს ერთად მოეყარა თავი ამ პატარა უდაბნოში. ჩვენებურების ძებნა დავიწყე, მაგრამ მერე მივხვდი რომ ტყუილი დროის კარგვა იყო, მარტო აქლემი იყო მგონი მილიონი და ადამიანები აბა რამდენი იქნებოდნენ. უეცრად თვალი მოვკარი ბოშებს, რომლებიც თურმე ხშირად დაყვებიან ქარავნებს თავიანთი ოთხთვალებით.
შევეცდები აღვწერო ყველაფერი ის, რამაც იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თავგზააბნეულმა საკუთარ კარავს ვეღარ მივაგენი და სამადლოდ ვიღაცას შევუსახლდი, იმის იმედით რომ გამთენიისას მოვძებნიდი ან მომძებნიდნენ ჩემები.
წყალი თიხის ჭურჭელში ჰქონდათ, რომლებიც იქვე აქლემებზე ჩამოეკიდათ. ქალმა პრიალა სპილენძის ჭიქა ჩემს თვალწინ აავსო და მცირეწლოვან ბავშვს მიართვა, რომელიც მუხლმოყრით ყველაზე განაპირა იჯდა. იქვე, პატარა გოგონა ცეკვავდა, უფროსი ასაკის ქალი გრდემლზე ურტყავდა უროს,  იქვე ჩამჯდარი მამაკაცი კი თავს უპრიალებდა. გვერდით ქალი თიხის ქილას ამუშავებდა. მთელი მეურნეობა აქვთ, დროს არ კარგავენ–თქო გავიფიქრე და ხის უკნიდან სიმღერით ახალგაზრდა გოგონაც გამოხტა. უფრო სწორად  სიმღერა იმ პატარა გოგონას დაუწყია, წეღან რომ ცეკვავდა, ახალგაზრდა ქალმა კი მოქნილად ააყოლა სხეული რითმებს. ულამაზესი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. თავზე მოშავო ფერის თავშალი ჰქონდა წაკრული, კარგად დამუშავებული ოქროსფერი კანტებით. თავშალისავე ფერებში ფრიალა კაბა ეცვა, რომ დატრიალდა თითქოს მზე ამოვიდაო ისეთი ფერები დააყენა. ფეხზე კი ეცვა უხეში ბათინკი, მაგრამ ფერად–ფერადი მძივებით შემკობილი წინდაც უჩანდა. ტრიალი რომ დაიწყო პატარა გოგონაც აჰყვა, თან მღეროდა და თან ტრიალებდა. პატარა ბიჭმა გააგრძელა სიმღერა. თან თვალს არ აშორებდა მოცეკვავეებს. კასტანიეტებს მოხერხებულად იშველიებდა და დიპლიპიტოს მსგავს საკრავზეც უტყაპუნებდა პატარა ხელებს.
რომ დამინახეს ვუთვალთვალებდი ახლოს მოდიო მანიშნა ბავშვიანმა ქალმა, მოგწონსო? თავი დავუქნიე, თვალი ჩაუკრა გვერდით მჯდომ ქალს, ისე რომ ბავშვისთვის ძუძუს წოვა არ შეუწყვეტია სიმღერა წამოიწყო. ყველამ შეწყვიტა მუშაობა და აჰყვნენ. მე შუაში და გარშემო ბოშები, ამ ემოციებს ალბათ ვერასდროს დავივიწყებ.
მექარავნეს იმ ღამეს გულწრფელ ობობასა და სათნო დიასახლისზე მოუყოლია ზღაპარი, მწვანეკაბიანი მიყვებოდა კარვისკენ რომ მივდიოდით, მან მომაგნო. თურმე ერთ ოჯახში ცხოვრობდა ობობა, რომელსაც საოცრად უყვარდა ახალი წელი, ამიტომ ყოველთვის ჭერის კუთხიდან უყურებდა როგორ აწყობდნენ ნაძვის ხეს და როგორ ალაგებდნენ ოჯახის წევრები საჩუქრებს მის ქვეშ, მაგრამ იმ წელს ახალი რძალი მოსვლიათ ოჯახში, რომელსაც სახელდახელოდ დაეწმინდა და დაელაგებინა სახლი და ობობას ბუდეც მოეშალა. თავის შველა კი მოუსწრია ობობას, მაგრამ ვერა და ვერ გაეპარა რძლის სხარტ თვალს, რომელმაც არც ერთ კუთხეში არ მისცა მოსვენება, სანამ სხვენში არ მიიმალა. დიასახლისმა შეამჩნია ობობას გაქრობა, მან ხომ იცოდა როგორ უყვარდა პატარას ახალი წელი, ამიტომ ჩუმად გაუღო დღესასწაულის დაწყებამდე სხვენის კარი და ობობა ქვევით ჩამოიყვანა და იქვე ნაძვის ტოტზე დასვა, მას სჯეროდა რომ ობობა ძალიან წმინდა იყო, ჭიანჭველაც კი არ გაუხვევია არც ერთხელ ბადეში, არათუ ბუზი, და ასეთ წმინდა გულს უფასებდა დიასახლისი. იცოდა რომ გულით წმიდა ადამიანი უფალს ხედავს, და ეს ობობაც ალბათ ასეთიაო. სამზარეულოში გავიდა კვლავ თავის საქმიანობას დაუბრუნდა. ახალ წლამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა და სუფრა უნდა გაეწყო.
ობობამ ნელ–ნელა მიმოიხედა და რომ ჩათვალა ყველაფერი რიგზეაო, თავის ანარეკლს მოჰკრა თვალი, დიდხანს იყურა სარკესავით ბურთულაში, ახლა მაღლა აიხედა და იქ მოწითალო სარკე დაინახა, ზევით ავიდა, უფრო ზევით ცისფერ საქანელას მოჰკრა თვალი, ახლა იქ ავიდა და ასე თვალიერებაში მთელი ნაძვისხე მოუვლია.
ზუსტად 12 საათზე მთელი ოჯახი ერთად შემოსულა ნაძვის ხესთან და მათ მწვანე ნაძვის ხე ობობის ქსელში დახვდათ გახვეული, წვიმებივით ეყარა თურმე ქსელი. რაღას იზამდნენ, ობობას წყლიან და ბედნიერ თვალებს რომ შეხედეს. თურმე სწორედ ამ დღეს დაბადებულა „წვიმებით“ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები