ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2015


ჩამთვალონ მკრეხელად

ღვთისმშობელს გადარებ, ჩამთვალონ მკრეხელად,
ან თუნდაც ურწმუნოდ, ეგ სულ არ მაღელვებს,
შეხედონ შენს ტუჩებს, შეხედონ შენს თვალებს,
და ამ სილამაზეს, თქვან როგორ გავექცე.

ჩამთვალონ ურწმუნოდ, ჩამთვალონ მკრეხელად,
თუნდაც ანათემა არ ამცდეს მოძღვრისგან,
მაინც ვიმეორებ უწყვეტად, ყოველთვის,
ღვთისკენ მიმავალი, მე შენთან მოვდივარ,

ჩამთვალონ ურჯულოდ, არ მაინტერესებს,
შენს ხატზე ვილოცებ, და შენს წილ სანთელზე,
როცა შენ გიყურებ სულ უფრო ვრწმუნდები,
შენთვის გავიმარჯვებ სამყაროს ქაჯებზე.

ამ მკერდით გატარებ, ამ გულით დაგიცავ,
და ჩემს სიცოცხლესაც დაგითმობ უსიტყვოდ.
ჩამთვალონ მკრეხელად, ან თუნდაც ურწმუნოდ,
მე ხომ სიკვდილამდე, გიწოდებ უფლის სწორს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები