ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2016


დვანელ და დიცელ მეგობრებს

გაყინულ თვალებში ზიზღია ჩამდგარი,
და მზერა ტანჯული, ყველაფერს გვიამბობს,
საკუთარ ნაშენებს ანგრევენ თვითონვე,
თუ მოვეფერებით თვალში მზე კიაფობს.

როცა გვიღობავენ სადაც გივთესია,
სადაც წინაპრების არის სამარხები,
როცა სულ ახლოა ბილწი აგრესია
მავთულხრათს ავლებენ ცინიზმით ახვრები.

ცრემლები, სიტყვები ხანდახან უაზროც,
კარგად იყავიო ვამშვიდებ მოხუცს და
მგონია, საკუთარ სილუეტს მივახრჩობ,
სიტყვები არ არის ის რაც ამ ხალხს უნდა.

რით ვიცავთ სამშობლოს, თუ ხმალი არ გვიჭრის,
კაცური ომების ეპოქა გახუნდა,
დღეს საუკუნეა წყალბადის ატომის,
ფუჭი მჯიღის ცემა, სამშობლოს არ უნდა.

დღეს როგორც არასდროს, უნდა ერთად ვიყოთ,
ვიყვიროთ ხმამაღლა ეს ჩემი სახლია,
ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები ძლიერად,
ახვრებს ავაფაროთ ქართული ქარტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები