ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2015


წერილი საკუთარ თავს

აქაც ისეთი ჰაერია მე რომ მახრჩობდა,
ზუსტად ისეთი ყულფები და გილიოტინა,
წამო გავიქცეთ, დავაღწიოთ თავი ჩარჩოდან!
და ვიყოთ ბოლო პატიმარი მილიონიდან!
წამო, ხომ იცი სულ სხვა დროს და სხვა ალაგს ვიშვით?!
არ მსურს ძმობილო, ამ ყულფებში თავის გაყოფა,
რთულია ასე ცხოვრება და ტარება ნიშნის,
ნიშნის რომლითაც ყოფნა არის, თავად არყოფნა.
წამო ძმობილო, შევხვდეთ დარტყმას ერთი მთლიანი,
მერე რა, თუკი ჩვენი მხრები არ არის ფართე,
დღეს რთული არის იყო მხოლოდ ადამიანი,
რთულია ასე, მასკარადი თუ არ გამართე
უსუსურობის, უმწეობის, უნიათობის.
თუ არ მოგლიჯე ნიღაბი და მერე ამ ხელებს,
არ აიძულე შემოხაზონ მცირე ფართობი
სადაც ნაბოზვრებს კაცებისგან ნათლად ამხელენ.
წამო წავიდეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები