ნინო დარბაისელი
გასაქცევ-შესაქცევისა - - - - - - - - - - - - - - - (ციკლიდან: ,,ეტიუდები")
თუ სამშობლო ისე გიცქერს, ვით ავქალი - გერს, თუ გულს გიკლავს დღენიადაგ, მისთვის ანაძგერს, -
- შეგიწირავს, თუკი დროზე ვერსად წაუხვალ. რაც დღეს არ გაქვს, ნუ გგონია, მოგეცემა ხვალ.
გამოსავალს - ვეღარ ვხედავთ, - მხოლოდ გასავალს. ხსნას ველით და ემატება ვალი ისევ ვალს.
ყველამ იცის, უჭირს, უჭირს ძალიანაც ერს. ზოგი, ვითომც არაფერი, მაღლა იშვერს ცერს.
გატოკდები?! - - მიგასრესენ, ვით მინაზე მწერს... ნინომ რა ქნას, აჰყვა წერას - - შესაქცევად წერს.
ვისაც უნდა, აუხსნელი გაიგოს და ხსნას!- - უწინდელი გაიხსენეთ: ,,- ღმერთი მოგვცემს ხსნას!"
1992-2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|