 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2015 |
კურთხეულია, რადგან ღმერთო, შენი ემბაზი, მე რას დამაკლებს უგუნურთა ეკალთ სიავე, რომ ჩემი ტრფობის საუკუნო შუქი-ემფაზა შენი სახლია ანუ ჩემი-ეკლესიავე. დედაო ღვთისავ, კურთხეულ არს რადგან ნაყოფი მუცლისა შენის, გიხაროდენ, ნაბეთლემარებს, შენი ვესტალის მორჩილად და შვილად მამყოფე, ჩემი ცხოვრება სიზმარია, მე ვარ მთვლემარე. ჩემი ცხოვრება-პოეზია, ფორტე, ვივაჩე, უფროის თაფლის ტკბილ არიან სიტყვანი-ანცი... მომიხსენიეთ თქვენს ლოცვაში, როგორც მოვაჭრე, რომელმაც სული არაფერის სასყიდლად გასცა. სხეული ჩემი გასწორდების, როგორც აკაჟუ, სხეული ჩემი უმსუბუქეს ჯვარს რომ მიათრევს, მსურს დაცემათგან საუკუნოდ ისე გავკაჟდე, მერე ვიხილო ცის ბეღელი ამბროზიათა. უგუნურთ ხელში სულ მხურვალეს რა გამაციებს, ან რას დამაკლებს ასი ბრძენის ეკალთ სიავე? ციდან დაგითვლით ლექსთა ჩემთა აკლამაციას, შენი სახლია ანუ ჩემი-ეკლესიავე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ :)) გმადლობთ :))
2. +. 14/02/15წელი. ნექტარი. +. 14/02/15წელი. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|