ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაინც ოპტიმისტი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


ქაოსი

გულს რაღაც წერა მოუნდა
და მე მომიხმო კალმად.
არ ვიცი რისი თქმა უნდა,
მგონი გამიხდა ავად.
თვალი არა აქვს, მაგრამ გრძნობს,
რომ მას არავინ უსმენს,
ზოგჯერ სხეულსაც არ ესმის
და ისიც ყურს არ უგდებს.
კიდევ კარგი, რომ ამქვეყნად
ბევრი რამ არის კარგი
და იმ იმედგაცრუებებს
გადაგავიწყებს წამში.
არ მეცოდები გულო,
როგორც ჩანს არ ხარ კარგი,
მაშინ მითხარი შენ ირგვლივ
რატომ არ არის ხალხი?!
გულო რა მოხდა, ასე რატომ ძგერ?
ამის მიზეზი მე ხომ არ გავხდი?
შენ რატომ გებრძვი ისიც არ ვიცი
არეული მაქვს თავი.
მთელი ცხოვრება არის ქაოსი
მე კი შვილი ვარ მისი.
ზოგჯერ მგონია არა ვარ
არც ამ ქაოსის ღირსი.
მგონი ცხოვრების ერთ ნაწილს ვხედავ,
ფარდის იქით კი არ ვიცი რა ხდება,
იმედს ვიტოვებ ჩემი ცხოვრება
ორივე მხარეს ნათელი გახდება.
ფიქრი კარგი რამ არის
ამიტომ ბევრ რამეს ვხვდები,
გულო ძგერა არ შეწყვიტო
გპირდები მე დავბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები