*** თოვს გარეთ თამუ, ხვავრიელად თოვს ფანტელები, თითქოს მარხილში გამოაბეს თეთრი ცხენები... შენს პაწია თითს ძლივსღა აწვდენ რაფაზე ფანჯრის, გუზგუზებს ცეცხლი, ბუხრის ყელში კვამლი ძლივს ადის. თოვს გარეთ თამუ, ხვავრიელად თოვს ფანტელები, თითქოს მარხილში გამოაბეს თეთრი ცხენები... ... ბავშვობის მერე გადაკარგული, კარებს მოადგა თოვლი იანვრის , იქნება ახლა თოვა გაბმული, და ყველა კუნჭულ - ღობეს მიაყრის.
და ისევ გიტანს ბავშვური განცდა, სოფელი... კერა... მქრქალი ღაღარი, და მოდის თოვლი, რომელიც ახლა, ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის ზღაპარი. . . . ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი... *** თოვს... გაგიჟებული ფანტელები მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს, ისეთი დელგმაა ავფერები, ქარმა არ იქნება, არ იდაოს.
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. და ისევ გიტანს ბავშვური განცდა, სოფელი... კერა... მქრქალი ღაღარი, და მოდის თოვლი, რომელიც ახლა, ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის ზღაპარი.
ბავშვობაში დავბრუნდი და .... მადლობა ამისათვის. და ისევ გიტანს ბავშვური განცდა, სოფელი... კერა... მქრქალი ღაღარი, და მოდის თოვლი, რომელიც ახლა, ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის ზღაპარი.
ბავშვობაში დავბრუნდი და .... მადლობა ამისათვის.
23. კარგია დავით!!! კარგია დავით!!!
22. ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი... ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
21. მიყვარს თოვლი... და თქვენი ლექსებიც :) მიყვარს თოვლი... და თქვენი ლექსებიც :)
20. თითქოს მარხილში გამოაბეს თეთრი ცხენები... ეს კაი იყო...5 თითქოს მარხილში გამოაბეს თეთრი ცხენები... ეს კაი იყო...5
19. ძალიან მომეწონა!!! :) კარგად თოვს... ძალიან მომეწონა!!! :) კარგად თოვს...
18. ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
ლამაზია ძალიან! ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
ლამაზია ძალიან!
17. :) ძალიან მომეწონააა :):):) კარგი ლექსია :) :) ძალიან მომეწონააა :):):) კარგი ლექსია :)
16. პირველზე რატომღაც გული ამიჩუყდა,ისეთი თბილიაა.... სხვებიც კარგია...ერთი სიტყვით შემიყვარდით მგონი ბატონო დავით :)) პირველზე რატომღაც გული ამიჩუყდა,ისეთი თბილიაა.... სხვებიც კარგია...ერთი სიტყვით შემიყვარდით მგონი ბატონო დავით :))
15. პროფესიონალურად:) 5 პროფესიონალურად:) 5
13. :) მიყვარს თოვლიიიიიი :) მიყვარს თოვლიიიიიი
12. კარგებია ყველა :) 5 კარგებია ყველა :) 5
11. ულამაზესია ლექსი...:)5 ულამაზესია ლექსი...:)5
10. მშვენიერები
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
მშვენიერები
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
9. საოცრად კარგია!10 საოცრად კარგია!10
8. მშვენიერია, ულამაზესი ლექსები :)
მოგვიანებით გილოცავთ ბარბარობას მშვენიერია, ულამაზესი ლექსები :)
მოგვიანებით გილოცავთ ბარბარობას
7. გილოცავთ ბარბარობას:) ,მშვენიერია, როგორც ყოველვის 5 გილოცავთ ბარბარობას:) ,მშვენიერია, როგორც ყოველვის 5
5. ბატონო დავით, გილოცავთ ბარბარობას :) გფარავდეთ მისი მადლი :) ბატონო დავით, გილოცავთ ბარბარობას :) გფარავდეთ მისი მადლი :)
4. და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
სხვებიც კარგია, მაგრამ მეც ეს სტროფი მომეწონა გამორჩეულად. 5 მრავალ ბარბარობას დაესწარით, ბატონო დავით! გმადლობთ და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
სხვებიც კარგია, მაგრამ მეც ეს სტროფი მომეწონა გამორჩეულად. 5 მრავალ ბარბარობას დაესწარით, ბატონო დავით! გმადლობთ
3. და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
აი ეს ძალიან მელამაზა:) და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
აი ეს ძალიან მელამაზა:)
2. გაიხარე , ლამაზია ძალიან 5555555555 გაიხარე , ლამაზია ძალიან 5555555555
1. თოვლმა მიკარნახა - ძველი წიგნებიდან ამომეკრიბა სხვადასხვა წლებში თოვლზე დაწერილი ლექსების მცირე ნაწილი, ამ ლექსებით დღევანდელ დღეს გილოცავთ საიტის ყველა წევრს და მრავალ ბარბარობას დაგასწროთ , უფალმა! თოვლმა მიკარნახა - ძველი წიგნებიდან ამომეკრიბა სხვადასხვა წლებში თოვლზე დაწერილი ლექსების მცირე ნაწილი, ამ ლექსებით დღევანდელ დღეს გილოცავთ საიტის ყველა წევრს და მრავალ ბარბარობას დაგასწროთ , უფალმა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|