 | ავტორი: ლელე ჟანრი: პროზა 18 დეკემბერი, 2008 |
ვრცელ ოთახში,კედელთან,ვენურ სკამებზე ოთხი თმააბურძგნული ბიჭი და თეთრბაბთიანი გოგონა ჩამომჯდარან,მაგრამ მაინც სიცარიელე იგრძნობა.ამ გამჭირვალე ქაოსში,შუა ოთახში,ტახტთან ბჟუტავს სანთელი. კედელზე ბიჭის დიდი სურათი ჰკიდია:თავი უკან გადაუგდია და გულაიანად იცინის. სწორედ ეს ბიჭია დასვენებული მოციმციმე,გაყინულ ალიანი სანთლით განათებულ ტახტზე. ღია სარკმლიდან თეთრი აპრილი იჭყიტება.ბაღში რომელიღაც ჩიტი უსტვენს. თანაკლასელები ღამეს უთევენ დაღუპულ მეგობარს.სუყველას მელნით დასვრია თითები. --ეეჰ,--ამოამთქნარებს ერთი და სახეზე ხელს ისვამს. მეორე ამჩნევს,როგორ გადადის მელანი ხელებიდან სახეზე და,ღიმილი არ შემემჩნიონო,თვალს უცებ გააპარებს შავ ნაჭერჩამოფარებულ სარკიან შიფონერისკენ,რომლის ძირში მათი ჩანთები აწყვია.მერე დიდი კაცივით ჩაიბუტბუტებს,ეს ოხერი,გათენდეს მაინცო. --კარგია,აპრილში რომ მოკვდა,--უცებ ალაპარაკდა გოგონა. არავინ ეპასუხება მას.არავინ იცის,როგორია სიკვდილი აპრილში ამ სხვა რომელიმე თვეს. მათი გარდაცვლილი მეგობრის ფეხებთან მიხაკებიანი ლარნაკია.გოგონას ეჩვენება, რომ ბიჭი დგება და დროზე თუ არ უშველა ლარნაკს,ფეხს წამოსდებს. გოგონა უცებ წამოხტება და ლარნაკს იატაკზე დადგამს. --მეზღვაურობა უნდოდა,--წაიჩურჩულებს ერთ-ერთი თმააბურძგნული. გოგონა ცდილობს,მაგრამ ვერაფრით წარმოუდგენია ბიჭი მეზღვაურის ფორმაში.სუდარა მეგობრის სახესაც ავიწყებს.გოგონა ახლა სურათს ახედავს და ეს უარესად აბნევს. ...გუშინწინ კალმით იხატავდა ხელზე მეზღვაურის ღუზას ბიჭი.სიცილით კვდებოდნენ მაშინ წრიპა გოგონები... გოგონა სარკმელს მიადგა.იქიდან აყვავებულმა ვაშლმა შემოასუნთქა.თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო,რომ გული ნამდვილად მარცხენა მხარეს ჰქონდა...ანგარიშმიუცემლად მისწვდა ვაშლის აყვავებულ ტოტს და მოტეხა. ისე მიუახლოვდა მიცვალებულს და ისე გადახადა სუდარა,ოდნავადაც არ უგრძვნია შიში.აყვავებული ტოტი გადაჭდობილ ხელებში ჩაუდო.ერთი პაწაწა ფოთოლი მოწყდა და ისე ათრთოლდა,რომ გოგონამ უცებ უკან დაიხია...ამ ფოთოლმა რაღაც წამით აჩუქა ბიჭს ამქვეყნიურობა.ახლა კი გაახსენდა გოგონას,როგორ ოცნებობდა ბიჭი მეზღვაურობაზე,როგორ იხატავდა ხელზე ღუზას და სხვა გოგონებთან ერთად თვითონაც როგორ კისკისებდა ამაზე. გოგონა ატირდა,ასლუკუნდა.გული რომ იჯერა,მერე სკამებზე დაღლილობისგან აწრიალებულ ბიჭებს მოავლო გაბრაზებული მზერა.ბრაზობდა,რატომ არ უყვირეს,რატომ არ გაწეწეს წეღან,როცა ასე ტყუოდა.იგრძნო,რომ ახლა,აპრილში მანდვილად უღმერთობაა სიკვდილი.ახლა,ამ აპრილში,როცა ბაღში ასე საყვარლად უსტვენს რომელიღაც ჩიტი...როცა სარკმელში შემოჭრას ლამობენ ვაშლის რტოები... მერე გოგონამ ერთგვარი მოთენთვა იგრძნო.ბიჭებს გახედა და ოდნავი სიამაყეც მიეძალა,რომ ამ თმააბურძგნულებთან ერთად თვითონაც ვაჟკაცურად უძლებდა ღამეს და ამით პატივს სცემდა თეთრ აპრილში გარდაცვლილ მეგობარს.
ლ.ყ 1975
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ადამიანური გრძნობებია თვალნათლივ დახატული...ლალი ხანდახან მიკვირს შენი.... 5 ადამიანური გრძნობებია თვალნათლივ დახატული...ლალი ხანდახან მიკვირს შენი.... 5
6. ძალიან ლამაზია, სევდიანი და საინტერესო 555555 ძალიან ლამაზია, სევდიანი და საინტერესო 555555
5. მომიტევეთ,თინეიჯერის დაწერილი მეგონა. ეხლა ვნახე ავატარი. პატივისცემით ავტორო,მაგრამ ან ნაწერის ლიტერატურული ღირებულება ნულია.სადაც არ უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი! მომიტევეთ,თინეიჯერის დაწერილი მეგონა. ეხლა ვნახე ავატარი. პატივისცემით ავტორო,მაგრამ ან ნაწერის ლიტერატურული ღირებულება ნულია.სადაც არ უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი!
4. ქალბატონი ლალის ეს მოთხრობა დაბეჭდილი წამიკითხავს ადრე და ძალიან იმოქმედა მახსოვს... ქალბატონი ლალის ეს მოთხრობა დაბეჭდილი წამიკითხავს ადრე და ძალიან იმოქმედა მახსოვს...
3. ადამიანურად გასაგებია.აი ნაწერის დონე კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! ეს პროზა არაა!გამკვირვებია უმაღლესი შეფასებები აქ.'
ალო, ნოდარი სახლშია? -ნოდარი კი სახლშია მარა ყვავილები გაიტანეს უკვე...ეს ანეგდოტი გამახსენდა.ცინიზმია ამის დაწერა აქ? ცხოვრებაა.და ამ დითირამბებს მაინც სჯობს.არ ვაფასებ...
ადამიანურად გასაგებია.აი ნაწერის დონე კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! ეს პროზა არაა!გამკვირვებია უმაღლესი შეფასებები აქ.`
ალო, ნოდარი სახლშია? -ნოდარი კი სახლშია მარა ყვავილები გაიტანეს უკვე...ეს ანეგდოტი გამახსენდა.ცინიზმია ამის დაწერა აქ? ცხოვრებაა.და ამ დითირამბებს მაინც სჯობს.არ ვაფასებ...
1. რომ იცოდეთ, როგორ მესმის თქვენი მოთხრობის გმირი გოგონასი... მეგობრის დაღუპვა საზარელი რამაა, მით უმეტეს მაგ ასაკში.
თქვენი მოთხრობის გმირს თვალებში ის სევდა დავუნახე, სიკვდილთან პირისპირ დგომა დროზე ადრე რომ აბრძენებს.
ზოგადად სევდა...ადამიანად ყოფნისა და არყოფნის სევდა.... 10
რომ იცოდეთ, როგორ მესმის თქვენი მოთხრობის გმირი გოგონასი... მეგობრის დაღუპვა საზარელი რამაა, მით უმეტეს მაგ ასაკში.
თქვენი მოთხრობის გმირს თვალებში ის სევდა დავუნახე, სიკვდილთან პირისპირ დგომა დროზე ადრე რომ აბრძენებს.
ზოგადად სევდა...ადამიანად ყოფნისა და არყოფნის სევდა.... 10
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|