შენ ამბობ, რომ ეზოს ნარცისების სუნი შემოგყვა სახლში, ოთახში. მე გეუბნები, შენი სუნი მათ ასდით გარეთ. შენ გეღიმება. ხოლო ღამე, ამასობაში, იწურება და აივნიდან ბოლო სიგარეტს ისვრის ჩვენს ზემოთ სართულიდან კოჭლი მოხუცი. საწყალს ლოთობა მოეძალა ამ ორი წლის წინ ახლა ნევროზი, უძილობა აწუხებს ასე. გეყვარებოდი, მომხედავდი და მომივლიდი მეც თუ მაგ მოხუცს ავეკიდე და დავემსგავსე. შენ გეცინება, შენ ბუზღუნებ, საბანს იფარებ, თვალებს მალავ და ა.შ. აქვე ვარ, ხელის გაშვერაზე, სიტყვის მანძილზე შენ კი თითებით, ტუჩებით და თვალებით მეძებ. განა რამეა, ამბავია ან მოსაყოლი, განა სათქმელი ვინმესთვის და სალაპარაკო; უბრალოდ ასე გამაწვალებს ყოველი ღამე როცა ცივა და გადაიღებს,როცა აღარ თოვს. სისულელეა. უფრო სულის გაშიშვლებაა ახლა ყველაფრის გახსენება და მოგონება, მაგრამ ხომ მიცნობ, რომ შიგნიდან შემომიტევ და შენი ცხოვრება ჩემგან წასვლის მანიფესტია. ........... არავინ ამბობს, რომ ეზოს ნარცისების სუნი შემოყვა სახლში, ოთახში. მე ჩემთვის ვამბობ - შენი სუნი მათ ასდით გარეთ. და მეღიმება. (სხვასთან ხარ. მისი მეზობელიც ისვრის სიგარეტს) მაგრამ ეგ სუნი, ნარცისების, ან უფრო შენი. მე ვიცი, მისთვის არაფერი არ ეღირება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "განა რამეა, ამბავია, ან მოსაყოლი"...___ და მაინც!
"განა რამეა, ამბავია, ან მოსაყოლი"...___ და მაინც!
11. საოცარიააააა! ბრავო, გიო, ბრავოოოო! საოცარიააააა! ბრავო, გიო, ბრავოოოო!
10. მშვენიერია! მშვენიერია!
9. მაგრამ ხომ მიცნობ, რომ შიგნიდან შემომიტევ და შენი ცხოვრება ჩემგან წასვლის მანიფესტია.++ მაგრამ ხომ მიცნობ, რომ შიგნიდან შემომიტევ და შენი ცხოვრება ჩემგან წასვლის მანიფესტია.++
8. (სხვასთან ხარ. მისი მეზობელიც ისვრის სიგარეტს) მაგრამ ეგ სუნი, ნარცისების, ან უფრო შენი. მე ვიცი, მისთვის არაფერი არ ეღირება.
ბრავო ჩაკვეტ! 5 (სხვასთან ხარ. მისი მეზობელიც ისვრის სიგარეტს) მაგრამ ეგ სუნი, ნარცისების, ან უფრო შენი. მე ვიცი, მისთვის არაფერი არ ეღირება.
ბრავო ჩაკვეტ! 5
7. ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ხვდება გულს ;) ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ხვდება გულს ;)
6. "უბრალოდ ასე გამაწვალებს ყოველი ღამე როცა ცივა და გადაიღებს,როცა აღარ თოვს. სისულელეა." აი ეს "უბრალოდ ასე გამაწვალებს ყოველი ღამე როცა ცივა და გადაიღებს,როცა აღარ თოვს. სისულელეა." აი ეს
5. მშვენივრად ამბობ გიო სათქმელს.. ნაზად და ჰაეროვნად.. ყოჩაღ! მოკითხვა.. :* მშვენივრად ამბობ გიო სათქმელს.. ნაზად და ჰაეროვნად.. ყოჩაღ! მოკითხვა.. :*
4. მომეწონა. ჩემს განწყობას მოუხდა ეს ლექსი. კარგად წერ გიორგი ჩაკვეტაძევ. მომეწონა. ჩემს განწყობას მოუხდა ეს ლექსი. კარგად წერ გიორგი ჩაკვეტაძევ.
3. ფინალი ძალიან. 5.
ფინალი ძალიან. 5.
2. მაგრამ ხომ მიცნობ, რომ შიგნიდან შემომიტევ და შენი ცხოვრება ჩემგან წასვლის მანიფესტია. gansakutrebit მაგრამ ხომ მიცნობ, რომ შიგნიდან შემომიტევ და შენი ცხოვრება ჩემგან წასვლის მანიფესტია. gansakutrebit
1. როგორც ყოველთვის, ლამაზი ლექსი როგორც ყოველთვის, ლამაზი ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|