ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2015


* * *

გამოიდარებს! ჩემო კარგო, ადრე თუ გვიან.
მეტყვი და ისევ, ცრემლიან თავს ბალიშში ჩარგავ.
დღენი კი კვლავაც ბერწია და უაზროდ დიან
და ჩემი სახეც ძველებურად არაფერს არ ჰგავს.
გამოიდარებს! ჩემო კარგო გამოიდარებს!
მეტყვი თავხედი, სწორედ იმას რისიც არ გჯერა,
გადავურჩებით ათას შტორმში გამოვლილ ქარებს.
ვითომ? გკითხავ და არ მპასუხობ, შენ დროს გაწელავ.
იმაზე ფიქრი ჩაგაძინებს ვიცი ამღამაც,
რომ ამ ქალაქში, უსიმებო ჩვენ ვართ გიტარა,
მაგრამ ეს დილა უჩვეულო არის, რადგანაც
მე გაგაღვიძებ და გეტყვი რომ გამოიდარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები