ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ამონაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2015


* * *

დღეს ალბათ ისევ ამიტანს წერა,
ვეღარ გავუძლებ დათოვლილ ხეებს,
ცივი ქუჩების გათოშილ სევდას
საწამლავივით გულში ვიწვეთებ.
ამაღამ ალბათ ამიტანს წერა,
ავაზაკივით ვიცრუებ ისევ
და პირთვინიერ ადამთა მოდგმა
სიხარულისგან უფსკრულს მიმცემენ.
დღეს უეჭველად ამიტანს წერა,
სისხლიან მაჯებს ქარში ვაცეცებ
და გაყინული თვალების მზერა
დაღლილ სიცოცხლეს გადააბიჯებს!
ამაღამ ალბათ ამიტანს წერა,
ნებისყოფამაც მოიკლა თავი,
თუ გადავრჩები ამჯერად მხოლოდ
არდაბრუნების მიზეზით მკვდარი.
ამაღამ თუკი ამიტანს წერა
და დედამიწაც შვებით ისუნთქებს
მე პირთვინიერ ადამთა მოდგმა
სიხარულისგან უფსკრულს მიმცემენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები