 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2015 |
უაზრო დღეებს მხოლოდ შენზე ფიქრით ვაღამებ, ვუცქერ ჰორიზონტს და სიშორე მაუცნაურებს, ნეტავ იცოდე ტკივილებმა როგორ დამღალეს, როგორ მომწყინდა ეს ქალაქი,ხალხი,ხმაური, ახლა,ჯერ კიდევ სუსხია და თებერვალია, როგორც ყოველთვის,მე სულ მარტო დავეხეტები, მე რომ პლანეტა შევიძულე შენი ბრალია, და სამშვიდობოდ აფრენილი თეთრი მტრედებიც, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია რადგან უშენოდ, სურვილი არ მაქვს რომ ცხოვრებას კიდევ ვეომო, თავისუფლები-ტყვიას მკერდებს ისევ უშვერენ, მე მარტოობამ დამიკარგა ძველი მხნეობა... აქ ყველაფერი უშენო და მოსაწყენია, შენი თვალებით მზე ვერ თბება და მე ავად ვარ, ნეტავ ვიცოდე,ამ ქალაქში რა დამრჩენია?! მიზეზი არ მაქვს გაფრენა რომ გადავავადო! მიყვარხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 თებერვალი, 2015 ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 თებერვალი, 2015
2. მე ფინალი მომეწონა 5. მე ფინალი მომეწონა 5.
1. ფინალი უტეხავს, ამოვარდნილი მეჩვენა... ისე კარგია.. +1 წარმატებები! ფინალი უტეხავს, ამოვარდნილი მეჩვენა... ისე კარგია.. +1 წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|