ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2015


დედას

დედათა დღეა დედი და
დღეს საოცარი სიოა,
ვერ მოგიტანე ყვავილი,
ფიქრების სანაპიროა.


გილოცავ ჩუმად სათუთად,
იების მელანქოლიით,
ყოჩივარდების სურნელით,
ქრიზანთემების ლოდინით...


დედათა დღეა დედი და
რამდენი დღეა გავლილი,
კი მოგილოცე მე მაგრამ,
ვერ მოგიტანე ყვავილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები