მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2015
კუნძული გაზაფხულის მდინარეებს შორის
კუნძული
---------
გაზაფხულის მდინარეებს შორის
------------------------------
ცა…
სად და რატომ დაემალები
ხმები გულისა-ფიანდაზები
ეს ფირუზები და ეს ლალები
იასებენ და იათასებენ.
სამოთხის გზების მოგონებისას
ნათება ნელი მელოდიების
და პოეზია ორხოვებისა
გზებზე ამინთო მე რომ იები.
სილურჯის მიღმა ამაღლებისას
სიტყვაში ღმერთის გზა და თვალები
დღესასწაული დაბადებისა
ბედნიერება გარდაცვალების.
გასხივოსნება სამყაროების
და სიყვარულის ფიანდაზები
ეს კელაპტრები და წყაროები
იასებენ და იათასებენ.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
"დღესასწაული დაბადებისა
ბედნიერება გარდაცვალების" - მშვენიერია.
თუმცა თქვენი მინიმები მაინც სხვაა.
"დღესასწაული დაბადებისა
ბედნიერება გარდაცვალების" - მშვენიერია.
თუმცა თქვენი მინიმები მაინც სხვაა.
ლელა მგელაძე.
2015-03-09 10:40:46
1.
ამინ!
ამინ!
ანანია ბროველი.
2015-03-08 14:36:23
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
19.04.2026 20:31:34
საიტის წევრს ნიკით:
გიორგი7464
ვულოცავთ დაბადების დღეს