ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქ_ქ
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2015


ჩამოყალიბება (მე-როგორც მომავალი ,,ადამიანი'')

ბნელია ღამე,
- - -
მამალი ყივის
რა ღამე,
ღამე?
ის უკვე მიდის.

თენდება დილა,
მე ისევ მღვიძავს.
ჯერ კიდევ ბნელა
მზეს, ალბათ სძინავს.

ჩემს გულსაც სძინავს,
გონების გვერდით,
ცვალებადობა დასჩემდათ ბოლოს.
ალბათ ამიტომ
ხმას არ იღებენ,
ორნი,
თავისთვის,
საკუთარს დარდობს.

მე,
ოღონდ კარგი
არსება შექმნან,
გაჩუმებული,
კუთხეში ვზივარ.
ლოდინით გული სულაც არ მიწუხს,
მშვიდად მოველი სინათლეს ღვთისგან . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები