რა რთული ქმნილება არისო ადამიანი- ასე ამბობენ ხშირად დიადნი, ვერ ამოიცნობო, თუნდ ბევრი სცადო ამასაც ამბობს ადამიანი. დიახ, არ მოგესმათ ა დ ა მ ი ა ნ ი საკუთარ თავზე დასკვნების მთქმელი თვითონვე არის ეგ გულიანი. მართლაც როგორია ეს ადამიანი? მის გულში რა ხდება, წვიმიანია თუ მზიანი ეჰ ჩემო "მეო" შენ ცდები ახლა ამინდი გულებში არ არის მთლიანი. ზოგან წვიმაა, ზოგან ქარია, ზოგში მზეა და ზოგში თოვლია, ზოგი კეთილია, ზოგი-ბოროტი, ზოგი შურიანი, მაგრამ... ა დ ა მ ი ა ნ ი. გესმით ყველას სახელი ადამიანია! გესმით ცუდია, თუ კარგია ის მაინც ადამიანია! რატომ? მებადება კითხვა, მაგრა პასუხი ვერავინ მითხრა. და აი, განვაგრძობ ახლა ძიებას, მაინც ვინ არის ეს ადამიანი?! რამდენი რამ უნდა, რამდენი რამ იცის, მაგრამ როდისაა კმაყოფილი ეს უკვე არავინ არ იცის. ნეტავ ვინ უყვარს ყველაზე მეტად საკუთარი თავი, თუ სხვა ადამიანი? ეჰ მართალი ხარ ჩემო გონებავ, საკუთარი თავია შენთვის წმინდანი. მას გააღმერთებ, თუნდაც არი იყოს ის მიწის ზევით გამოსაჩენი. ვაი, როგორ მძაგ ადამიანო, არსებობს წამალი შენი მოსარჩენი? ... და მაინც ბევრია "ჯანმრთელი" ჩვენ შორის და მათი გრძნობები გულიდან ამოდის. მათი ხელიდან სიკეთე მოჩანს და თვალებიდან სხივები გამოდის. სული სულს ეძებს, გული გულს ათბობს, საბოლოოდ კი, ერთურთს პოულობს. მისი სხვისია, ჩემი ყველასი და მეგობრობა სუნთქვაზე ძვირფასი. ბევრი ყოფილა სხვაობა ჩვენში- "დაავადებულებსა" და "ჯანმრთელებში" ამის მიზეზს კი ნუ ვეძებთ ტყეში, ის აქვე არის, ჩვენსავე ხელში. თუ ხელებს გავშლით ყველას ვანახებთ, რომ ჩვენი ქმედება ვირუსი გახლავთ, რომელიც უეცრად შემოიჭრა და ვერ ვხვდეით, რომ თავს ამ ვირუსს ვაკლავთ. მივხვდებით, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი შემოვაბრუნოთ ჩვენი ცხოვრება და როცა ამას ჩვენ მოვახერხებთ წარსული გაქრება, წვეთი ზღვას მოსწყდება.
გემშვიდობებით "ადამიანებო" ხელები გავშალოთ ჩემო ტირანებო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინტერესოა საინტერესოა
1. აუფ,აუფ, ცუდი ნაწერია ეს:) 0 აუფ,აუფ, ცუდი ნაწერია ეს:) 0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|