| ავტორი: ნარგიზი ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2015 |
მე იმ ზაფრანებს მივსტირი როცა, მზეს და ზაფრანებს ერთურთს ვაპნევდი. ო, მესიზმრება, მთელი ცხოვრება, სამოგზაუროდ გამიზნული ის თეთრი გემი. არ გაგაკვირვებთ, დო მაჟორში სოლს და მის ძვრები. წარსულო აწმყოს ისე ებმები. მიჩუქჩუქებს დაუკითხავად, ჩვენი ცხოვრების მატარებელი. სული გამძვრეს, თუნდაც ნატვრებში. ფეხზე ჩამაცვით ელვის გეტრები ის გამაშები, რომელსაც ვნატრობ კარგახანია. გადარეკეთ გადასარეკი ეს, ეს ნახირი, მე კვლავ მჭირდება ის ცის მარხილი. რომ დავენახვო, დაუნახავებს, ამ ხვაშიადით. და გაგიფინოთ დედამიწაზე ცის ტურფა ია. ჩემთვის ლექსები ყველაფერია. მოსატყვილებლად მაინც დატოვეთ ფანჯარა ღია. მე ვარ დიაცი, მე ქალი მქვია. უკვე ზამთარში, გამახარებდა, ნამცეცა ია. ნუ დამანახვებთ კვლავ რია-რიას. ნეტავ ვნახავდე ამ ქვეყანაზე მე ადამიანს. სანამ არ არის დიახ და გვიან... 04.11.12 „ნარგიზი“ ქუთაისი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა რჩევისთვის. გავითვალისწინებ... მადლობა რჩევისთვის. გავითვალისწინებ...
3. ო, მესიზმრება, მთელი ცხოვრება, სამოგზაუროთ გამიზნული ის თეთრი გემი.
სამოგზაურო-დ უფრო სწორია და კარგად ჟღერს. :) ო, მესიზმრება, მთელი ცხოვრება, სამოგზაუროთ გამიზნული ის თეთრი გემი.
სამოგზაურო-დ უფრო სწორია და კარგად ჟღერს. :)
2. რაღაც რთულად წამეკითხა. რაღაც რთულად წამეკითხა.
1. რა საინტერესო ნატვრებია: თეთრი გემი, გეტრები და გამაშები, ცის მარხილი, ცის ია და ადამიანი. აგისრულდება ყველა ნატვრა , ჯერ არა არის გვიან!
"მოსატყვილებლათ"- მოსატყვილებლა -დ , სულაც ეს სიტყვა , უფრო პოეტურად ეგება შეცვალო რა საინტერესო ნატვრებია: თეთრი გემი, გეტრები და გამაშები, ცის მარხილი, ცის ია და ადამიანი. აგისრულდება ყველა ნატვრა , ჯერ არა არის გვიან!
"მოსატყვილებლათ"- მოსატყვილებლა -დ , სულაც ეს სიტყვა , უფრო პოეტურად ეგება შეცვალო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|