–შვილო რობოამ, ყურადღებით მისმინე, ჩემი ეს დარიგება უმნიშვნელოვანესია შენთვის, რადგან ის ეხება ღმერთთან მისასვლელ ერთერთ გზას, რომელზეც ორმა ადამიანმა უნდა იაროს, როცა ცხოვრების თანამგზავრს შეხვდები გაიხსენე ჩემი სიტყვები, დაფიქრდი და ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს. ვინც უნდა იყოს შენი რჩეული, ნებისმიერ შემთხვევაში, ის უდიდეს როლს შეასრულებს შენს ცხოვრებაში ამიტომ, მიეცი მას ყველაფერი, აგძნობინე თავი მნიშვნელოვნად, გახადე ის სამყაროს ცენტრად და იყავი მრავალფეროვანი, ყოველთვის ახალთახალი, არასოდეს დაივიწყო, რომ ის არის ალმასი, რომლისგანაც ბრილიანტი უნდა გამოთალო, ისაა ლოდი შენ კი პიგმალიონი. გააუმჯობესე მისი ცხოვრება და აამაღლე მისი თვითშეფასება, იზრუნე მის ჯანმრთელობაზე და თუ საჭიროა გაწირე მისთვის ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით. შედეგი? ის იქნება იდეალური, ერთგული და მოსიყვარულე, ყველაფერს მოგცემს რაც ცხოვრებაში გნებებია, შეცნობას, ამაღლებას, მყუდროებას იქნება მოწყალე და მშვიდი, იქნება წმინდა და მორჩილი, არასდროს გიღალატებს და ყველაფერში გვერდით დაგიდგება, გაჭირვებაში არ მიგატოვებს და უფალს შენთვის შეევედრება, შენი მესაიდუმლე იქნება და კბილებით დაიცავს შენსას. არავინ და არაფერია მასზე უკეთესი რადგან იგია შენი განძი, ისაა რასაც დაბადებიდან ეძებდი. ის მამაშენის ტაძარია დაშენი საჭურჭლის მცველია იგი. მოგივლის და გიპატრონებს როცა დაგჭირდება და ხელს შეგაშველებს რომ არ დაეცე. საოცარია იგი, მკერდი მისი მეთხუთმეტე დღის ორი მთვარეა და მუცელი მისი თეთრია ფიქალივით, ღაწვი მისი ეკბატანის სპარსული ვარდია, და ბაგენი მისი ტყუპი მარწყვია, კბილი მისი გაფცქვნილი ნუშია და ყურები მისი განხმულია სიბრძნის სასმენად, თვალები მისი ზღვაში არაკლილი ზეცაა და მათში ეშხით ცეკვავენ ვარსკვლავები. პირველქმნილი მშვენიერებაა მის სახეზე და ველური თაფლივით მათრობელაა მისი ხმა. ფართოა მისი მენჯის ძვალი და ვრცელია მისი თეძოები, ნესვისა და ფინიკის უტკბესია მისი კოცნა, მანგოსა და ანანასს ინახავს ენის ქვეშ, გედს ჯობნის კეკლუცობით და შუნივით მფრთხალია, ფუტკარი იკვირვებს მის შრომას და უყურებს ფოთოლზე მჯდარი. წმინდაა იგი დილის ნამივით და ცოცხალია მთის მდინარესავით. ჯიქის სიმკვირცხლე და სპილოს ძალაა მის ნაზ სხეულში. არ მოგწყინდება მისი ბაღის საამური და ღმერთს ყოველდღეს მადლს შესწირავ, რომ სწორედ ის შეგახვედრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
2. რა კარგია...გულამდეც ჩადის და თვალიც საამოდ კითხულობს... რა კარგია...გულამდეც ჩადის და თვალიც საამოდ კითხულობს...
1. რა კარგი დარიგებააა რა კარგი დარიგებააა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|