 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 3 აპრილი, 2015 |
გუშინ, სურსათ–სანოვაგის მარაგების შესავსებად, ოჯახის წევრებიანად დიდბეში გავემართე, რასაკვირველი მძღოლის როლში. სანამ ჩემიანები, პროდუქტების ყიდვით იყვნენ დაკავებულნი ფიქრებმა, სადღაც შორს ულამაზეს და დალხინებულ საქართველოში წამიღო. ოცნებებში გართული, უცებ ვიღაცის დაბალი ტონალობისა და მორიდებულმა ხმამ, კვლავ რეალობაში დამაბრუნა. მანქანის მარჯვენა მხარეს, ერთი საცოდავი არსება, ასე ოცდახუთი წლის გოგო იდგა. –, უკაცრავად, ვერ გავიგე, რა გნებავთ? – ვკითხე გაოცებულმა. –, ბატონო პასტას (კალამს) ხომ არ იყიდით, იცით რა კარგად წერს, – მიპასუხა სევდიანი და ისეთი ღიმილით მივხვდი, რომ ამ საწყალ გოგოს ვაჭრობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. შევცბი, მივხვდი, რომ ძალიან უჭირდა და ალბათ გაყიდული პასტებიდან მიღებული გასამრჯელოთი პურის ყიდვას აპირებდა; ხოლო ამ ერთ პურს, შინ რამდენი ადამიანი ელოდებოდა ეგ ხომ საერთოდ არავინ უწყოდა. უნებურად ჯიბეების ქექვა დავიწყე, მაგრამ რას მივაგნებდი, რაც დიდლიდანვე ცოლის მიერ იქნა ექსპროპრირებული. –, ვაიმე, რა ვქნა,რომ არცერთი კაპიკი არ მაქვს, საფულე ჩემს მეუღლეს რომ გავატანე, – მივუგე გოგონას სირცხვილისგან აწითლებულმა. რას იფიქრებდა, ამხელა მანქნაში ზის და პასტის ფული არა აქვსო და მართალიც იყო. –, სულ რაღაც ლარად სამი პასტა, თან იცით რა კარგად წერენ, სულ რაღაც ლარად, – შემთხოვს ეს აშკარად გაჭირვებაში ჩავარდნილი გოგონა და ისეთი საწყალი თალებით, კინაღამ შევღონდი, თან ცოლზე გავბრაზდი, სად დაბოდიალობდა ამდენ ხანს, მაგრამ ხომ იცით ქალების ამბავი. –, ვაიმე მართლა არ მაქვს, უკაცრავად, ეგება სხვა დროს, –მივუგე გოგონას პასუხად. –, ეჰ, რას იზამ, სთქვა გოგონამ ნაღვლიანად, შეტრიალდა და ქუჩას გაუყვა. გაუნძრევლად ვიჯექი მანქანაში და საკუთარ თავზე გულმოსული თვალს ვადევნდები ამ საწყალ არსებას, რომელსაც ტანთ რაც ემოსა შემოძონძვოდა, ხოლო ფეხსაცმელები მალე ნაწილ–ნაწილ დაიშლებოდა. ეს რომ დავინახე, საკუთარ თავზე მთლად ცოფი მომერია. ამ განცდებში ვიყავი, როდესაც მარჯვენა კარს ჩემი მეუღლე მოადგა. –, ლარი გააქვს? – ვკითხე მას აღელვებით. –. კი, რა მოხდა? – მეკითხება გაოცებული. –, აი, იმ გოგოს ხედავ, ტროტუარის მორე მხარეს? – ვეკითხები მეუღლეს და გოგომასკენ ხელით ვანიშნებ. –, კი, – ვიღებ პასუხად, – და რა არის რო? –, მიდი რა და მისგან ლარის პასტა იყიდე, უჭირს აშკარად და ვერ გაუყიდია, არაა ეტყობა ეგ მისი საქმე, თან აშკარად შია, – მივაყარე სულამოუთქმელად. –, ხუთ ლარს მივცემ, – მითხრა მეუღლემ –, არა, არავითარ შემთხვევაში, ასე შეიძლება მის თავმოყვარეობაზე იმოქმედო, მიდი, მიდი დროზე, სანამ თვალთახედვის არეს მიფარებია, – დავაჩქარე ის.. ჩემმა ცოლმა, ორ წამში გადაჭრა ქუჩა და პასტების გამყიდველთან მივიდა. მათ შორის მცირეხნიანი საუბრის შემდეგ გოგონამ, უცებ ჩემი მეუღლის დალოცვა დაიწყო დ აუცებ ჩემსკენ გამოიხედა, თითქოს მიხვდა, რომ ყველაფერი ჩემი წამოწყებული იყო. მე, ხელი დავუქნიე. დაუმთავრებელი დალოცვების შემდეგ გოგონა, თითქოს მილიონი იშოვაო იქაურობას გაეცალა. მე და ჩემმა მეუღლემ საყიდლები დავამთავრეთ და შინისკენ გამოვწიეთ. პირველ გზაჯვარედინამდე ხმა არცერთს ამოგვიღია. –, რომ იცოდე როგორ გვლოცა იმ საცოდავმადა მერე შენ პირადად, – მითხრა ცოლმა. –, ეჰ, რა გაჭირვებული იყო, აბა მასეთს თუ არ დაეხმარები ვისღა უნდა გაუმართო ხელი?! მადლის ქმნას მე, ამას ვეძახი, ეგრე არ არის ცუნცულ? – მივმართე მას. –, კი, ეგრე, – მომიგო მეუღლემ პასუხად თვალებზე ცრემლი მოადგა. ერთი–ორი კურცხალის გადმოგორებაზე არც მე ვიტყოდი უარს. ვაკეთოთ ხალხნო სიკეთე. მე, ამ ჩანახატს ემოციების ქვეშ ვწერ და ნუ დამძრახავთ, თუკი სადმე რაიმე ხინჯს აღმომიჩენთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იცოცხლეთ ყველამ, სიკეთეს გაუმარჯოს და უფალმა დაგლოცოთ. იცოცხლეთ ყველამ, სიკეთეს გაუმარჯოს და უფალმა დაგლოცოთ.
2. რა ხინჯი, ჩემი ლოცვაც შეგეწიოს ამ ვნებისკვირაში. გაიხარეთ შენ და შენმა ოჯახმა.
რა ხინჯი, ჩემი ლოცვაც შეგეწიოს ამ ვნებისკვირაში. გაიხარეთ შენ და შენმა ოჯახმა.
1. რა ხინჯი, ჩემი ლოცვაც შეგეწიოს ამ ვნებისკვირაში. გაიხარეთ შენ და შენმა ოჯახმა.
რა ხინჯი, ჩემი ლოცვაც შეგეწიოს ამ ვნებისკვირაში. გაიხარეთ შენ და შენმა ოჯახმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|