| ავტორი: ნარგიზი ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2015 |
არ მაქვს ფუნჯი, და არ მაქვს ტილო. არა მაქვს ზეთის საღებავები, არც პასტელები და მუყაო, რომ დავხატო, ეს ნატურმოტი, თაიგული, სიყვარულის ყვავილებით მრავალფერადით. ქრიზანთემები, ვარდი, გვირილა, ჩაის ვარდი. ფელამუშის ფერი ჭარბობს, ყვითელი ქუხს, თეთრი იცინის, ვარდისფერ ვარდმა დაამშვიდა ქრიზანთემები, ჩამოვივარცხნე გაშლილი თმები, მცვივა ცრემლები, ყვითელგულა ჟოლოსფერი ჩაის ვარდი – მკრთალ ვარდისფერ ქრიზანთემებს ესაუბრება. კარგახანია მინდა გულში ჩავიხუტო სიყვარულის ეს ყვავილები. ქვეყანაზე ბლომად არ ყრია ჩემისანები. ვერ მაფასებენ. და თევზივით ვერ ვიქნები სულ მთლად უთქმელი, მოვიმცვრევ სათქმელს, თქვენთვის სათქმელს. სიტყვებით ვხატავ ამ ნატურმოტს. შეგშურდებოდათ, ეს სიყვარულის ყვავილები, რომ დაგენახათ. წვიმს, წვიმს, მაგრამ. დღე დგას დიადი. 22.12.12. ქობულეთი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|