ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანგელოზების ჩარლი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


პეპლის ეფექტი

მეხსიერებაში ხშირი ჩავარდნები,
გაურკვევლობაში ყოფნა ბავშვობიდან
საკუთარი თავის ძებნა გამალებით
სადღაც ისევ ტირის თეთრი მანდოლინა

ძველი დღიურები წარსულს კარს გაუღებს
ყველა მომავალი იყო ფატალური
გუგულის ბუდეს თუ ვიღაც გადაუფრენს
მაინც იარსებებს საფრთხე დამალული

ბედისწერას ეჯდა მხრებზე დემონები
იყო დამცინავი იყო ტრაგიკული
თუმცა ის კი იყო უცხო ფენომენი
მაინც ვერ მიართვა სატრფოს თაიგული

როგორ მოინდომა როგორ არ ეცადა
ბედნიერებაში რაღაც დეფექტია
ვერ მოახერხა დრო რომ შეეცვალა
დრო არ შეიცვლება, პეპლის ეფექტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები