წვიმს. ღამე ჩურჩულებს. ყურს ვუგდებ,ტირის შენს არ ყოფნას ჩემს გვერდით ახლა. გაკვირვებული მივყვები ბილიკს, და მიკვირს,როგორც ოდესღაც მიკვირდა წაშლა, ჩემი სიზმრიდან შენი ღიმილის. ახლა კი ვიცდი რას ველოდები? ალბათ ცაზე ვარსკვლავთა ცვენას, მაგრამ ეულად. გიხსენებ ან ვიხსენებ წარსულს, მიზეზი შენ ხარ,უშენობით ახლა ვარ გრდემლი მთაწმინდას მძიმედ ვაწევარ გულზე და მოდის ცრემლი, ან ღამის, ან კიდევ,ჩემი გულიდან ნასროლი ცრემლი, რომელიც ვარსკვლავს, იმ ვარსკვლავს მისდევს როცა პირველად შევნიშნეთ ცაზე მოწყვეტა მისი. საცაა მარტო დამტოვებს ღამეც , რა სიტყვებს ვისვრი. ალბათ მე კიდევ მოვასწრებ ალერსს ან ჩვენ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან კიარა და ერთმანეთის თვალებს გავავსებთ კოცნით. წვიმს, ღამე ჩურჩულებს, სიხარულის ღიმილი ადევს ცას. შიშმა შემიპყრო,თვალს ვახელ და ისევ იქავარ,სადაც ცრემლი მისდევდა ვარსკვლავს. მაგრამ ცაზე,ღამის ნაცვლად კაშკაშა მზეა და ღამენათევ სხეულს მითბობს თბილი ხელებით. ნანატრი მზეა და ცაა ლურჯი, მაგრამ ზეცას ვარსკვლავი მოსწყდა. შევხედე ხელებს და მივხვდი,რომ ეს მზის კიარა შენი ხელები იყო თბილი და ისეთივე მხურვალე როგორიც უწინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|