ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2015


დუმილი

ბილიკს მივყვებოდით - მე, შენ და დუმილი,
დროთა სვლას მოჰქონდა სილაღე ფერთა,
როცა მოგონების სხივები გაიფრენს,
ნათელს წამოიღებს გარდასულ დღეთა..
მე ვდუმდი რატომღაც, შენც დუმდი ამაყად,
დუმილი ხარობდა ვით ბავშვი პატარა,
სიტყვები ფრაზების ვრცელ კორიანტელად,
გულმა დაიტია და დიდხანს ატარა...
დღეს დუმილს ვარღვევ და გიტყდები სათქმელში,
ტკივილჩაქსოვილი შენზე ლექსებია,
ჩვენ სამნი ვიყავით : მე, შენ და დუმილი,
დუმილი - ზედმეტია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები