ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 დეკემბერი, 2008


ერთი აუცილებელი განმარტება ეროტიკის თემასთან დაკავშირებით

მკითხველთა ერთი ნაწილის მიერ  ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიის შედგენა,ასევე , ამ პოეზიის სპეციფიკაზე მსჯელობა დაუშვებლად  მიიჩნევა.
გამოითქვა აზრიც,რომ  არავითარი განსხვავება  არ არის  ამ მოვლენასა და ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს ''პირველი რუსი'' შორის.შედარებისთვის გამოჩნდა ინფორმაციაც,რომლის თანახმადაც, რუსი  კინემატოგრაფისტები ქმნიან ეროტიკულ ფილმს ''შუშანიკის წამება''.
      შევეცდები,მოკლედ  ავხსნა,რატომ არ მიმაჩნია ამ მოვლენებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა გამართლებულად.

      ლიტერატურის და ზოგადად კულტურის, როგორც ტექსტისადმი მიდგომის რამდენიმე  ძირითადი გზა არსებობს.ერთია მისი  ''წაკითხვა'' იმ  ენაზე,რომელიც ისტორიულად თავად გამოიმუშავა.მეორე - მისი ინტერპრეტაცია,რეალიათა გადააზრება ''წამკითხველის'' მიერ, საკუთარი თეზაურუსის მონაცემთა გამოყენებით.მესამე  - ამ ტექსტის რეალიათა, სპეციფიკის ,კონტექსტის, ინტერტექსტის და ა.შ. გაუთვალისწინებლად ,მასზე ძალადობა,თავს მოხვევა იმგვარი
ნიშნებისა და მნიშვნელობებისა,რომელიც  არათუ არ მოიძევება ტექსტში,არ თანხვდება მის ინტენციას /მიზანდასახულობას/,არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მის სპეციფიკას .
      პირადად მე  ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიის შედგენისას პირველ ორ მიდგომას ვიყენებ.,ანუ ვცდილობ ''წავიკითხო'' ეს პოეზია თავის ენაზე,შემდგომ შევეცადო მის ინტერპრეტირებას თანამედროვე პირობებში,ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.
      მესამე გზა არის ის,რაც ჩემთვის მიუღებელია.
      წინასწარ შემიძლია ვთქვა,''შუშანიკის წამების''გადამღებნი  სწორედ მესამე გზას დაადგებიან.საკუთარ მენტალობას გადაიტანენ შუშანიკის სახეში. ამას გააკეთებენ კინემატოგრაფის გამომსახველობით საშუალებათა მომარჯვებით, მთელი შთამბეჭდაობით.მათი ''შემოქმედებითი'' გამომგონებლობა კი ძალზე შორს გაიჭრება ეროტიკის საზღვრებიდან.
      ლაშა ბუღაძის,თავისთავად ნიჭიერი  პროზაიკოსის მთავარი
შეცდომა ის იყო,  რომ მან ქართული მენტალობისაგან განსხვავებული ,უცხო, უცხოური  მენტალობა ''მოარგო'' თამარის სახეს.
    სოციოლოგიური თვალსაზრისით, ქართული მენტალობის ერთ-ერთ მთავარ გოდოლზე ბუღაძისეული  ეს იერიში მაინც მარცხით დასრულებულად მიმაჩნია, რადგან მკითხველ საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. რომ არა ეს რეაქცია, ვიტყოდი,  რომ  ჩვენი ეროვნული ცნობიერება  იმდენად მოდუნდა, ტესტირებას ვერ გაუძლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები