ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2015


*მე შენთან მინდა ვიყო*

მე შენთან მინდა ვიყო,
მე შენთან მინდა ვიყო.
შენს მკლავებში
დედის სითბო ვიგრძნო.

შენი ლავიწები, როგორც ხარის რქები,
მუქარით დამცქეროდნენ ზემოდან.

მე შენთან მინდა ვიყო,
მე შენთან მინდა ვიყო.
შენს ღიმილში
სინანული ვიგრძნო.

შენი ბაგეები, როგორც სისხლისფერი საწამლავი,
შხამით მავსებდნენ ნელ-ნელა.

მე შენთან მინდა ვიყო,
მე შენთან მინდა ვიყო.
შენს თვალებში
ღმერთი ვიგრძნო.

და ამ ცრემლებმა დამინამონ
გოლგოთაზე ამავალი გზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები