ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაინც ოპტიმისტი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2015


* * *

სულ მინდოდა მქონოდა
სამყაროს ფუნჯები,
დამეხატა უფრო მეტი,
ბედნიერი წუთები.
ფერები მინდოდა,
ბევრი და თან ფერადი,
რათა თეთრი სამყარო
გამეხადა "ჭრელადი".
მინდოდა მიმეღწია
მიუვალ ადგილამდე
და გამეფერადებინა
ყველაფერი დილამდე.
კიდევ რაღავ მინდოდა
და სიჩუმე სუფევდა,
ნისლში გახვეული დილა
უცებ სადაც უხვევდა.
მერე იცით რას მივხვდი?
ირგვლივ ყველას ფუნჯები აქვს,
მე კი გასაფერადებლად
გონება და ხელები მაქვს.
სამყაროს გალამაზება
ოცნებებით არ დაბიწყოთ,
მოქმედებით, დამიჯერეთ,
მაგ მწვერვალებს დავიპყრობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები